Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როჯერ ფედერერი - შამპანურის სახლის სახე

მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა, დიდი შლემის ტურნირის 17-გზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი შამპანურის სახლ Moët & Chandon-ის სახე ხდება. მან უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს და მომავალი წლის გაზაფხულიდან უკვე კომპანიის ბრენდ-ამბასადორის ამპლუაში მოგვევლინება. ,,ჩემთვის დიდი პატივია ასეთი შემოთავაზება, რადგან Moët & Chandon–ის სახედ გახდომა ნიშნავს, რომ ლეგენდარული ტრადიციების სახე ვიქნები. შამპანური Moët & Chandonყოველთვის იყო მოდის კანონმდებელი და მეამაყება, რომ ამ ბრენდის ნაწილი ვხდები”, - განაცხადა სპორტსმენმა. “როჯერ ფედერერი იმ ფასეულობების განსახიერებაა, რომლებიც ჩვენი სახლის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებთან ასოცირდება, ესენია: ბრწყინვალე მიღწევები, დიდსულოვნება და სტილის მომნუსხველი გრძნობა“ -  განაცხადა Moët & Chandon-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა სტეფან ბასკერამ. როჯერ ფედერერის სპეციალურ სარეკლამო ფოტოსესიაზე ცნობილმა ფოტოგრაფმა პატრიკ დემარშელმა იმუშავა. აღსანიშნავია, რომ კომპანია Moët & Chandonსაერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირების: მსოფლიო ტურის ATP (ATP World Tour),  მსოფლიო ტურის ფინალის ATP (ATP World Tour Finals), საფრანგეთის ღია ჩემპიონატის (The French Open),მასტერსის სერიის შანხაის ტურნირის (Shanghai Masters) და ამერიკის შეერთებული შტატების ღია ჩემპიონატის (The US Open) სპონსორია.

© ღვინის კლუბი/Weekend



მე რომ მქონდეს შამპანურის წარმოება, ჩემი შამპანურის სახედ ლევან ხურციას დავასახელებდი :))


me albat zurab tkemaladzes avirchevdi ufro. eg ara marto shampanuris, aramed qartuli megvineobid (dgevandeli) saxea...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული