Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართველმა გამომგონებელმა სეტყვისაგან ვენახის დამცავი მექანიზმი შექმნა

სასიხარულოა, რომ საქართველოში მევენახეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევა-ძიება მაინც გრძელდება. ამის დასტურია, ცოტა ხნის წინ, გამომგონებელ გ. თოფურიას მიერ შექმნილი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ვენახების სეტყვისგან დაცვა გახდება შესაძლებელი.

ორიგინალური გამოგონების არსი მდგომარეობს შემდეგში: ვენახის მთელს მწკრივზე  მონტაჟდება ქოლგისმაგვარი გადასახური გასაშლელ-დასაკეცი მოწყობილობა. გადასახურავ მასალად გამოყენებულია სეტყვაგამძლე წვრილი ბადისებრი ქსოვილი. მოწყობილობის კონსტრუქცია შედგება რეზინისა და პლასტმასისი მილების ერთიანი სისტემით. საწყის მდგომარეობაში მოწყობილობა იმყოფება დაკეცილ მდომარეობაში. სეტყვის მოლოდინის დროს მილსადენთა ერთიან სისტემას მიეწოდება შეკუმშული ჰაერის ნაკადი, რის შედეგადაც მოწყობილობა იშლება და რამოდენიმე წუთის განმავლობაში ახდენს ვენახის მთლიაn გადახურვას. მოწყობილობის მუშაობაში მოსაყვანად საჭიროა მხოლოს ღილაკზე თითის დაჭერა. მუშა მდგომარეობიდან საწყის მდგომარეობაშ გადაყვანა კი  ხდება მილსადენთა ერთიანი სისტემიდან ჰაერის გამოდევნის საშუალებით.

როგორც გამომგონებელი ირწმუნება, აღნიშნული მოწყობილობა შესაძლებელია აგრეთვე გამოყენებულ იქნას ვენახის ფრინველებისაგან დასაცავად, რაც აუცილებელია ისეთი ყურძნის ჯიშებისათვის, რომლის მოკრეფაც ხდება გვიან შემოდგომაზე ან ზამთრის დასაწყისში. სეტყვა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში მევენახეების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ხშირ შემთხვევაში გადაუჭრელ პრობლემად ითვლება. სეტყვისაგან ხშირად მთელი რეგიონის ვენახებიც კი ნადგურდება. ამიტომ იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, საბერძნეთში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და გერმანიაში ბადით გადახურულია ათასობით ჰექტარი ვენახი. ეს ფაქტი მეტყველებს,თუ რაოდენ აქტუალურია ვენახების სეტყვისაგან დაცვა, ვაზის გადარჩენა.

ვენახების სეტყვისაგან დამცავი მოწყობილობა, რომელიც ქართველმა გამომგონებელმა შექმნა, საყოველთაო აზრით, გამოირჩევა ტექნოლოგიური სიახლით და გააჩნია მაღალი საექსპლუატაციო მახასიათებლები. თუმცა, საბოლოო სიტყვა მაინც მევენახეებს ეკუთვნით, რომლებმაც აღნიშნული გამოგონება პრაქტიკაში უნდა დანერგონ. 



როგორ დავუკავშირდეთ ამ ხალხს?


Dakavshireba shegidzliat nomerze 568 506 605 Beka Topuria


es "gamogoneba" jer kidev 1991 cels tavis sadoktoro nashromshi carmoadgina teknikur mecnierebata doktorma, profesorma iuri melashvilma. disertaciamde bevrad adre mimdinareobda am gamogonebaze mushaoba -aprobaciis periodi (sagarejos raionshi daidga aseti damcavi badeebi, romlebic mogvianebit areulobis clebashi mosaxleibis mier gaidzarcva). statiashi mokvanili agceriloba identuria iuri melashvilis meir shekmnili konstrukciis da echvi makvs b-n g. topuria kargad unda icnobdes am adamianis nashromebs. minda gacnobot rom es gamogoneba dzalian didi xania dapatentebulia prof. iuri melashvilis mier. dainteresebis shemtxvevashi shegidzliat darekot 53 31 06.


msgavsi gamogonebebi ratkmaunda arsebobs, shesadzloa sxvaobebi ikos garkveul teknologiur mxareebshi. g. topurias gamogonebaze sakpatentma gasca patenti nomrit P5259. shesadzloa b-ni iuri melashvilisa da g.topurias gamogonebes shoris ikos sxvaobebi sxvadasxva kutxit. sxva shemtxvevashi sakpatenti identur gamogonebaze patents ar gascemda.


მეგობრებო, გთხოვთ ქართული შრიფტით ვწეროთ.



იმის მოფიქრებას, რომ ვაზს სეტყვისას სახურავი გადააფარო, დიდი ტვინი არ უნდა. მთავარია იყოს იაფი, პრაქტიკული და საიმედო. თოფურია, პროტოტიპი გააკეთა?რამდენად ამართლებს მისი კონსტრუქცია რეალურ პირობებში? თუ მხოლოდ ქაღალდზე გამოიგონა?


პროტოტიპი ჯერ გაკეთებული არ არის. გეთანხმებით, რომ ვაზის გადახურვას დიდი გამომგონებლობა არ უნდა, მაგრამ მთავარია ამ სახურავის გაახურვა მოესწროს სანამ სეტყვა თავისას იზამს.


https://www.facebook.com/photo.php?v=4121525135690


მაქვს სურვილი გავაკეთო ჩემს ვენახზე. მაგრამ, მიუხედავად იმისა რა არის დღეს საქპატენტში დარეგისტრირებული, მე მაინტერესებს ვინ არის თავდაპირველი ავტორი ამ გამოგონების. თუ ეს არ გაირკვა, ვერაფერს ვერ ვიზამ.


მართალია. მთავარი ფასია და ათასობით ჰექტრის მაგით დაფარვა არ ეღირება ცოტა.


ბატონებო! ძალიან კარგი რომ ჩვენ თანამემამულეთა ნაწილი იდეების განხორციელებაზე ფიქრობს, მაგრამ უდაოდ კარგ იდეასაც თავისი სარფი უნდა ჰქონდეს, ეს კონსტრუქცია მართალია ლამაზად და ვიზუალურად ეფექტურად გამოიყურება, მაგრამ ეჭვი მეპარება რომ ასეთ მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობას პრაქტიკული ადგილი გაუჩნდეს საქართველოს სავენახო სივრცეში, რადგანაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი არაერთ ევროპის ქვეყანაში გექტარობით გადაფარებული წვრილი ბადეები ვენახზე რომელიც მარტივი და იაფია დასამონტაჟებლადაც და მოსავლელადაც ასევე იცავს ფრინველებისგან. როგორ გგონიათ ევროპას ამაზე არ უფიქრია, თუ ჩამოგვჩნენ ასე ძლიერად იდეების დონეზე... პატივისცემით, არჩილ სახიფათო სპეციალისტი


LooooL, მანქანით იტალიის გზებზე ნახევარი დღის მოგზაურობაც საკმარისა, რომ თვალნათლივ დაინახო- ყველა ასეთი "გამოგონება" დიდი ხნის წინ არის გამოგონებული


ამ მოწყობილობას შეიძლება დამატებითი ფუნქციები შევძინოთ! მაგალითად სისტემის პარალელურად შეიძლება სპეციალური მილების გაყოლება რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება ვენახის შეწამვლა საჭირო დროს ნაკლები დანახარჯებით... წარმოიდგინეთ ცალკე აღებული ტრაქტორი, მისი ტექნიკური აღჭურვილობა, საწვავი, მძღოლის ფიზიკური შრომა... არადა ამ დროს ეს ყველაფერი შეიძლება ჩაანაცვლოს მილებმა რომლებიც ამ სისტემასთან იქნება დაკავშირებული... იმედია ჩემს იდეას გაითვალისწინებთ! /დავით უგრეხელიძე/


ბატონ გიორგი თოფურიას, სახელის ინციალი გიწერიათ, ალბათ გიორგი გქვიათ, მე ვმუშაობდი წლების განმავლობაში ლაგოდეხის რაიონში პარტიულ-სამეურნეო ხელმძღვანელ თანამდებობებზე,მ.შ. რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანებაში თავმჯდომარის პირველ მოადგილედ და რაიონის მთავარ აგრონომად, ვარ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი. კომუნისტების დროს ერტ-ერთი კლევითი ინსტიტუტი მუშაობდა ამ თემაზე მაგრამ ის სხვა მოწყობილობით იყო. მე ძალიან მაინტერესებს პრაქტიკულად ვნახო და ლაგოდეხში მინდა 1 ჰექტარი ამერიკული მაყვალი გადავხურო. მომწერეთ სად მოვიდე

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული