Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული უძველესი ვაზის ჯიშები - Fine Wine

The world of Fine Wine ბევრი ჯილდოს მფლობელი ჟურნალი და ვებსაიტია, რომელიც მკითხველს სხვადასხვა მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას აწვდის ღვინის შესახებ. მათ ონლაინ ჟურნალში კი ამჯერად საქართველოს შესახებ ვკითხულობთ. სტატიაში წერენ ქვევრის ღვინის გემური თვისებების, არომატების, ისტორიისა და ქართული ჯიშების შესახებ: “ქართული ვაზის ჯიშების სახელები  მსოფლიოში თანდათან ცნობილი ხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ გარკვეული სახელები სხვადასხვა ვარიაციით მეორდება ქვეყნის რეგიონებში. არსებობს, მაგალითად, მწვანეს ექვსი განსხვავებული ჯიში, არც ერთი არ არის დაკავშირებული ერთმანეთთან და ყველას იმ რეგიონის შესაბამისად ჰქვია, სადაც პირველად აღმოაჩინეს.” - ვკითხულობთ სტატიაში.

რეზი ცეცხლაძე “ვაზისუბნის მამულიდან” აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ის სახეობები, რომლებიც ამერიკაშია ცნობილი, საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული ჯიშებია, ესენია რქაწითელი, მწვანე, ქისი, ხიხვი და საფერავი აღმოსავლეთ საქართველოდან, ცოლიკოური და ციცქა - დასავლეთიდან. 

ბლენდები მცირე მარნებისთვის ძალიან დამახასიათებელია, ძირითადად არის, მაგალითად, რქაწითელისა და მწვანის, ან ციცქასა და ცოლიკოურის კომბინაციები. ასე რომ, სანამ საექსპორტო ბაზრებზე გამავალი ღვინო ჯიშური ეტიკეტებითაა დატვირთული, ღვინის მოყვარულები ძალიან ბევრ ნაზავს აღმოაჩენენ ხოლმე, რაც ცალკეული ჯიშების აღქმასა და გაგებას გარკვეულწილად ართულებს კიდეც. 

საქართველოში 525 ვაზის ჯიშია, სწორედ ამიტომ, ბევრი რამ არის შესასწავლი. სტატიაში ჯიღაურაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრზეც საუბრობენ: “ეს კვლევითი ცენტრი ვაზის გამრავლებაზე მუშაობს, დარგული ჯიშების აღდგენისა და გაფართოების სურვილი კი ბიომრავალფეროვნებისადმი ინტერესითაა გამოწვეული” - აღნიშნავს ლიზა გრანიკი, ღვინის ექსპერტი. დაავადებების მიმართ გამძლეობა და მოსავლიანობა თანდათან პრიორიტეტი გახდა. დღეს ვენახების 75%-ზე თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშებია გაშენებული, უმეტესობა კი რქაწითელია. წითლებში დომინირებს საფერავი და ეს ორი განსაკუთრებით კახეთისა და ქართლის რეგიონებშია გავრცელებული. ვრცლად წაიკითხეთ Fine Wine-ის გვერდზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული