ქართული ღვინო ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო მეტ ახალ ბაზარზე გადის. საინტერესოა 6 თვის შეჯამება და წინა წლის იგივე პერიოდთან შედარება, სხვაობების აღმოჩენა, რაც კიდევ უფრო დეტალური ანალიზის საშუალებას მოგვცემს.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით სულ 56 ქვეყანაშია ექსპორტირებული ქართული 43,4 მლნ ლიტრი ღვინო, ეს კი 27%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 26%-ით გაიზარდა და 126,2 მლნ დოლარს შეადგენს. სპირტიანი სასმელების ექსპორტმა 7,4 მლნ ლიტრი შეაგინა, ესეც, როგორც ღვინის მაჩვენებელი, დაახლოებით 40%-ით მეტია, ვიდრე შარშანდელი პერიოდის რაოდენობა, 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასიც გაღდილია 20%-ით და ახლა 2,91 დოლარს შადგენს.
ახლა უფრო დაწვრილებით გავაანალიზოთ, რომელი ქვეყნებია წელს ტენდენციური და სადაა შემცირებული ექსპორტი. რუსეთში ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 36%-ითაა გაზრდილი გასული წლის იანვარი-ივლისის მონაცემებთან შედარებით. გაგზავნილი ღვინის რაოდენობა 80%-ით გაიზადა საბეძნეთში, თუმცა საექსპორტო ფასი 185%-ითაა გაზდილი. 181%-ით ფინეთშიც და ახლა 27 913-ს შეადგენს, ასევე ჩეხეთში, სადაც მთლიანობაში 37 950 ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული და კანადაშიც - აქ წელს 110%-ით გაიზარდა ექსპორტული მაჩვენებელი და 121 324 ლიტრს შეადგენს. ასევე ზრდაზე საუბრისას უნდა ვახსენოთ მონგოლეთიც, სადაც წელს შარშანდელთან შედარებით 115%-ით მეტი ღვინო იქნა ექსპორტირებული და რაოდენობა 169 335 ლიტრი შეადგინა.
რუსეთის შემდეგ მეორე ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი ქართული ღვინისთვის 6 თვის მონაცემებით არის პოლონეთი, სადაც გასულ პერიოდთან შედარებით 19% გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი და რაოდენობამ 3 189 962-ს მიაღწია, უკრაინაში 4%-იანი კლება შეინიშნება, ხოლო ბელარუსში, რომელიც მე-5 ადგილას არის საექსპორტო ბაზრებს შორის, 9%-იანი შემცირება ფიქსირდება. ღვინის ექსპორტი შესამჩნევად გაიზარდა აშშ-ში, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია. აქ ფიქსირდება 53%-იანი მატება, გაგზავნილი ღვინის რაოდენობა 653 825 ლიტრამდე გაიზარდა, რაც თანხობრივად 3, 895 ათას აშშ დოლარს უდრის.
ქართული ღვინის ექსპორტი 2024 წლის პირველ 6 თვეში არ მომხდარა კონგოში, ისლანდიაში, ნიგერიაში, ტაივანში, უნგრეთსა და ყატარში. კონგოში გასულ წელს 10 287 ლიტრი ღვინო გაიგზავნა, წელს კი არც ერთი ბოთლი არ ექსპორტირებულა.
მიუხედავად ამისა, ზოგადი მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ქართული ღვინის ექსპორტი შესამჩნევად იზრდება და ეს ტენდენცია ზრდადია.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი