Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პრემიერ-მინისტრი ალკოჰოლიზმში დაადანაშაულეს

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რკინის ლედიდ წოდებული მარგარეტ ტეტჩერი, როგორც ჩანს, ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ირწმუნება გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ყოფილი არგენტინელი სენატორი ხიპოლიტო სოლარი ირიგოიენი. მისი კრიტიკა გამოიწვია რკინის ლედის ქმედებებმა 1982 წელს, ეგრეთ წოდებული ფოლკლენდის ომის დროს, როდესაც დიდი ბრიტანეთი და არგენტინა ფოლკლენდის კუნძულებზე კონტროლის დამყარებას ცდილობდნენ. როგორც ბატონი ირიგოიენი აცხადებს ქალბატონი ტეტჩერი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით არ გადაჭრილიყო, რის შედეგადაც როგორც არგენტინის, ისე დიდი ბრიტანეთის მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა. ყოფილი სენატორის თქმით, რკინის ლედიც და არგენტინის მაშინდელი ხელმძღვანელი, დიქტატორი ლეოპოლდო გალტიერიც ალკოჰოლიზმით იყვნენ დაავადებულნი. ტეტჩერი, რომელიც მეოცე საუკუნეში ბრიტანეთის ყველაზე გრძელვადიანი პრემიერი იყო, სიამოვნებით სვამდა როგორც თანამდებობაზე ყოფნის დროს, ისე გადადგომის შემდეგაც. ჯორჯ უოლდენი, რომელიც ტეტჩერის დროს განათლების მინისტრი იყო, მისი გადადგომის შემდეგ თავის სკანდალურ წიგნში რკინის ლედის სპირტიან სასმელებთან განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე წერდა. ამბობენ, რომ 86 წლის ასაკში რკინის ლედიმ უარი თქვა თავის საყვარელ ვისკიზე და ნასადილევს მხოლოდ მსუბუქი ჯინით კმაყოფილდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული