Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოქტობერფესტი - 200 წლის ტრადიცია

მსოფლიოში სახელგანთქმული ლუდის ფესტივალი ოქტობერფესტი 200 წლისაა. ამ მოვლენის აღსანიშნავად ექვსი გერმანული ლუდსახარში კომპანია გაერთიანდა და ფესტივალის სტუმრებს საიუბილეო ლუდით – Jubilaumswiesnbier-ით უმასპინძლდება. ამ უპრეცედენტო აქციაში მონაწილება მიიღეს ისეთმა კონკურენტმა კომპანიებმა, როგორიცაა:Lowenbrau, Hacker-Pschorr, Hofbrau, Paulaner, Spatenbrau, Augustiner. მათ ცალ-ცალკე, თავიანთი კარვებიც ექნებათ, ერთობლივად მოხარშული საიუბილეო ლუდი კი ცალკე კარავში გაიყიდება. მიუნხენში ჩასული ფესტივალის სტუმრებისთვის ლუდი ორასი წლის წინანდელი რეცეპტის მიხედვით და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მოიხარშა. ის მუქი ქარვისფერია ტრადიციულ ბავარიულ 5%-იან ლუდებზე ოდნავ მეტი, 6% სიმაგრე აქვს. აღსანიშნავია, რომ ლუდის პირველი ფესტივალი, რომელიც ბავარიაში 1810 წელს გაიმართა, ბავარიის მეფის, ლუდვიგ პირველისა და პრინცესა ტერეზა საქსონელ-ჰიდბურჰაუზენის ქორწინებას მიეძღვნა. მაშინ, ლუდის პირველ ფესტივალზე, მეფე-დედოფლის პატივსაცემად დოღიც გამართულა. 200 წლის შემდეგ ფესტივალის მესვეურებმა გადაწყვიტეს, სტუმრები ამ სანახაობითაც გაართონ. მართალია, ფესტივალის დაარსებიდან 200 წელია გასული, მაგრამ წლევანდელი ფესტივალი რიგით 177-ეა, რადგან მსოფლიო ომების, ეპიდემიებისა და სხვა კატაკლიზმების გამო ხანდახან ვერ ხერხდებოდა ხოლმე მისი აღნიშვნა.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული