Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ომის გავლენა უკრაინული ღვინის კულტურაზე

რუსეთ-უკრაინის ომმა სხვა ყველაფერთან ერთად უკრაინული ღვინის კულტურაც ძალიან დააზარალა. სერგეი სტახოვსკი, რომელიც ყოფილი ჩოგბურთელია და ახლა ზაკარპატიეში თავისი მეღვინეობა აქვს, ამბობს, რომ უკრაინული  ღვინის კულტურა სულ ახლახანს გაცოცხლდა: საბჭოთა ეპოქაში ჩვენ ყველამ დავკარგეთ ვაზი. 90-იანი წლებიდან ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწია და მას შემდეგ წარმოუდგენელ პროგრესს მივაღწიეთ.

ზაკარპატიეს ვენახები, რომლებიც  დასავლეთ უკრაინაშია გაშენებული, ფრონტიდან  შორს, რუსეთის შემოჭრას გადაურჩა: „ჩვენი ბორცვიდან იწყება კარპატების მთები. ჩვენ თვალწინაა პანონიანის დაბლობიც, პლატო, საიდანაც უნგრეთი იწყება.ასე რომ, აქ შედარებით თბილი კლიმატია, ამ ვენახებს აღმოსავლეთის  სიცივისგან კარპატების მთები იცავს. ეს კი  ჩვენი ღვინის უნიკალურობის შენარჩუნებაში გვეხმარება.

დაზარალდა უკრაინული  ღვინის  წამყვანი რეგიონი  ქვეყნის სამხრეთით, შავი ზღვის სანაპიროზე. სვეტლანა ციბაკი,  Beykush Winery-ის გენერალური მენეჯერი და უკრაინის მეღვინეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მის რეგიონში ძალიან ბევრმა მწარმოებელმა განიცადა დანაკარგი: „ჩვენ მიკოლაივის რეგიონში ვართ და ის ღვინის ქარხნები, რომლებიც ქალაქ მიკოლაივთან მდებარეობს დრო და დრო იბომბება, რაკეტები ჩვენ თვალწინ ეშვება და ანადგურებს ვენახებს, მიუხედავად ამისა, ყველა მაინც ცდილობს მუშაობის გაგრძელებას.

პრინცი ტრუბეცკოის მარანი, რომელიც მთავარი მწარმოებელია ხერსონის რეგიონში, ომის დაწყების მეორე დღიდან ოკუპირებულია. მცირე ღვინის მარანიChateau Kurin კი განადგურდა. თუ ქარხნები ხელუხლებელი დარჩა,  გზები ჩაიხერგა, რამაც ტრანსპორტირება, ლოჯისტიკა და თანამშრომლების დროული ჩამოსვლა ძალიან გაართულა.  „უკრაინაში კიდევ არის რამდენიმე ქარხანა, რომელთაც ჯერ კიდევ შეუძლიათ გამართულად მუშობა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ 2022 წელს რთველი არ იქნება, ომს კი არც ისე ბევრი მარანი გადაურჩება.“ - ამბობს სტახოვსკი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მეღვინეთა ასოციაციამ შექმნა ფონდი უკრაინელი მეღვინეების დასახმარებლად. სტახოვსკი  აღნიშნავს, რომ ბევრ გადარჩენილ უკრაინელ მეღვინეს ესაჭიროება კასრები, ბოთლები და ცისტერნები: „საქმე ისაა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით მასშტაბები. ვცდილობთ დავინახოთ სრული სურათი, რამდენად დააზარალა ღვინომ უკრაინული მეღვინეობა, თუმცა ეს შეუძლებელია, ომი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ ყველაფერს, რასაც ჩვენი  ევროპელი  კოლეგები შემოგვწირავენ - აღნიშნავს სტახოვსკი.

უკრაინაში გაშენებულია საფერავი, რისლინგი, მუსკატი ოტონელი, ცვაიგელტი და სხვა. აქტიურად იწარმოებოდა ადგილობრივი ჯიშებიც.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული