"ღვინის კლუბი" 2012 წლის 12 მაისს უკვე მესამეჯერ ატარებს "ახალი ღვინის ფესტივალს", რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის ცნობადობისა და კულტურის გაზრდას. "ახალი ღვინის ფესტივალი" ერთადერთი ღონისძიებაა, სადაც ღვინის დიდი საწარმოებით დაწყებული, გლეხით დამთავრებული, ყველას ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს. შარშან ფესტივალმა დიდი წარმატებით ჩაიარა, "ღვინის კლუბმა" უმასპინძლა 10 ათასამდე სტუმარს, რომელთა დიდ ნაწილსაც ღვინით დაინტერესებული პირები და ის მომხმარებლები წარმოადგენდნენ, რომლებიც ცდილობენ უფრო კარგად გაერკვნენ ქართულ ღვინოში. ფესტივალს ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი ჰყავდა, ასევე სტუდენტი-ახალგაზრდობა, რომლებიც დღეს უკვე საკმაოდ აქტიურ როლს თამაშობენ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში.
გასულ წელს ფესტივალში მონაწილეობდა საქართველოში არსებული თითქმის ყველა დიდი კომპანია, ასევე მცირე მარნები და მევენახე–გლეხები, რომლებიც "ღვინის კლუბმა" რეგიონებში შეარჩია. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ ბოლო მოსავლის ღვინოები.
უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახური მარნებისთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე მათგანმა უკვე ჩამოასხა ღვინო და წარმატებით შემოვიდა ქართულ ბაზარზე.
წელს "ღვინის კლუბმა" გადაწყვიტა კიდევ უფრო გააფართოვოს ოჯახური ღვინის მიმართულება, რათა საქართველოს ყველა კუთხიდან გახდეს შესაძლებელი ფესტივალზე ახალი ღვინოების წარდგენა.
ფესტივალის მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერთიფიკატები და "ღვინის კლუბის" სამახსოვრო საჩუქრები.
ფესტივალში მონაწილეობის პირობები:
• ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა ოჯახური ღვინის მწარმოებელს.
• ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს არაუგვიანეს 27 აპრილისა.
• მონაწილე გაივლის შესარჩევ ტურს, "ღვინის კლუბის" სპეციალური ჟიური შემოსული ნიმუშებიდან შეარჩევს 50 საუკეთესო ღვინოს, რომელიც დაიშვება ფესტივალზე.
• შესარჩევ ტურშიც და ფესტივალზეც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ 2011 წლის მოსავლის ახალი ღვინო.
• ფესტივალში მონაწილეობა ოჯახური მარნებისთვის უფასოა.
• მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სადეგუსტაციო ნიმუში (2 ბოთლის ოდენობით) და შევსებული ანკეტა.
• მონაწილეთა ვინაობა ცნობილი გახდება ფესტივალამდე 1 კვირით ადრე.
• ფესტივალზე წარსადგენი ღვინის განსაზღვრული რაოდენობა შეადგენს მინიმუმ 10 ლიტრს.
გთხოვთ სადეგუსტაციო ნიმუშები, თანდართული ანკეტით, მოიტანოთ შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, გუდიაშვილის 11, მობ: 555 207591, 551 104086.
ნიმუშების მიღება წარმოებს ყოველ სამუშაო დღეს, 12:00–დან 18:00–მდე
E-mail: giasimongulashvili@gmail.com
ანკეტის შევსება არ დაგავიწყდეთ. წინასწარ მადლობა.
დიახ, დასრულდა.
თქვენი კომენტარი