Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნერგების სიმცირე ვენახების განახლებას აფერხებს

ნაპას ველის ვენახების განახლებისათვის მასშტაბური კამპანია ჩატარდა, თუმცა მევენახეები გაუთვალისწინებელ დაბრკოლებას წააწყდნენ – სარგავი მასალა არასაკმარისი აღმოჩნდა. მრავალმა სანერგემ 2014-2015 წლების შეკვეთა უკვე მიიღო. კალიფორნიაში ვაზს საშუალოდ 20 წელიწადში ერთხელ რგავენ, რადგან ბებერი ვაზი ბევრ ნაყოფს ვეღარ ისხამს. გასული საუკუნის 80-იან წლებში მრავალი ვენახი ფილოქსერას ეპიდემიამ გაანადგურა. ახლა, როცა ღვინის კომპანიებმა რეცესია დაძლიეს და პრემიალურ ღვინოებზე მოთხოვნა კვლავ გაიზარდა, მეპატრონეები ვენახის განახლებაზეც ფიქრობენ. ვენახებს მუდმივად ანახლებენ – ამაგრებენ იმ ფერდობებს, რომელთაც ეროზია ემუქრება, აფართოვებენ მწკრივებს შორის სივრცეს, რათა სამომავლოდ შესაძლებელი იყოს მოსავლის მექანიკური გზით აღება და ყურძნის საკრეფმა მანქანამ თავისუფლად იმოძრაოს. მევენახეები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ვაზის კლონურ სელექციას, არჩევენ ამა თუ იმ ადგილის მიკროკლიმატისათვის შესაფერ ნერგებს. ამ ყველაფერმა კი გამოიწვია სარგავი მასალის შემცირება. იმისათვის, რომ კალიფორნიელმა მეწარმეებმა თავიდან აიცილონ ფინანსური ზარალი, იძულებულები გახდნენ, ერთმანეთში შეთანხმდნენ და ვაზის გადარგვის დეტალური გეგმაც ერთობლივად შეიმუშავონ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული