Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოს 10 საუკეთესო ტკბილი ღვინო

მთელ მსოფლიოში, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები ნარჩენი შაქრის მაღალი შემადგენლობით, ძლიერი მჟავიანობით და არომატთა ფართო გამით დამსახურებულად ითვლება იშვიათობად და დელიკატესად. საინტერესოა, სად ამზადებენ მსოფლიოში საუკეთესო ტკბილ ღვინოს? საერთაშორისო კონკურსის შედეგებმა, რომელსაც ყოველწლიურად ატარებს ღვინის ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა, აჩვენა, რომ მას, პრაქტიკულად, ყველგან ამზადებენ. გასათვალისწინებელია, რომ ამ ტიპის სასმელის დამზადება მეღვინის განსაკუთრებულ ოსტატობას მოითხოვს.

წარმოგიდგენთ ტკბილი ღვინის მსოფლიოს საუკეთესო ათეულს ჟურნალ Decanter-ის მიხედვით:
1. Chateau Bouscasse, Vendemiaire, Pacherenc du Vic-Bilh Moelleux 2005 (სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთი)
2. Paul Cluver, Weisser Riesling, Noble Late Harvest 2009 (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ელჯინი)
3. Seifried, Sweet Agnes Riesling 2009 (ახალი ზელანდია)
4. Znovin Znojmo, Riesling Icewine 2008 (ჩეხეთი, მორავია)
5. Donnhoff, Oberhauser Brucke Riesling Eiswein 2008 (გერმანია, ნაე)
6. Dobogo, Tokaji Aszu 6 Puttonyos 2005 (უნგრეთი, ტოკაი)
7. Inniskillin, Sparkling Icewine Vidal, Niagara Peninsula 2007 (კანადა, ონტარიო)
8. Weingut Rabl, Gruner Veltliner Eiswein 2007 (ავსტრია, კამპტალი)
9. Chateau Doisy-Vedrines, Sauternes 2005 (საფრანგეთი, ბორდო)
10. Domaine Joseph Cattin, Gewurtztraminer Vendanges Tardives 2007 (საფრანგეთი, ელზასი)
ლეგენდარული სოტერნი ტოპ ათეულში მხოლოდ მეცხრე ადგილზეა განთავსებული, უნგრეთის, ავსტრიისა და კანადის შემდეგ ის ადგილს უთმობს ჩეხეთს, სამხრეთ აფრიკასა და ახალ ზელანდიას. ზოგადად, ღვინის წარმოებაში სულ უფრო ნათელი ხდება ახალი მსოფლიოს უპირატესობა ძველი ევროპის მიმართ ისეთ დელიკატურ საქმეშიც კი, როგორიც ბუნებრივად ტკბილი ღვინის წარმოებაა. გამოიკვეთა მეორე მნიშვნელოვანი ტენდენცია – რისლინგის დომინირება. მეღვინეთა აზრით, სწორედ ეს ჯიში იძლევა საუკეთესო შედეგს სრულიად განსხვავებულ კლიმატურ პირობებშიც კი, ის ადვილად იტანს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს, მაღალ ტენიანობას, ყინვას და კეთილშობილ ობიანობას, მისგან ყოველთვის დგება შესანიშნავი აისვაინი და "გვიანი მოსავლის” სხვა, განსხვავებული ვერსიები.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული