Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიო ღვინის ინდუსტრია დღეს

ვაზისადა ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კვლევების თანახმად, მსოფლიოში ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული ღვინის მოხმარების შემცირების პროცესი შეჩერდა. მართალია, ზოგ ევროპულ ქვეყანაში ღვინოზე კვლავაც ეკონომიას აკეთებენ, მაგალითად, გასულ წელს ღვინის მოხმარება ესპანეთში 6%-ით (10,6 მილიონ ჰექტოლიტრამდე), საბერძნეთში 2,5%-ით (3 მლნ ჰექტოლიტრი), პორტუგალიაში კი – 1,5%-Iთ (4,4 მლნ ჰექტოლიტრი) შემცირდა. მსოფლიოში ყველაზე მეტ ღვინოს, როგორც აღმოჩნდა, მაინც ფრანგები სვამენ – გასულ წელს მათ 29,4 მლნ ჰექტოლიტრი ღვინო მოიხმარეს.  

ღვინის მსოფლიო გაყიდვებმა შარშან 93 მლნ ჰექტოლიტრი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტია. როგორც OIV–ის გენერალურმა დირექტორმა, ფედერიკო კასტელუჩიმ განაცხადა - ,,პირველად ბოლო 15 წლის განმავლობაში ღვინის ინდუსტრიის აღმავლობა დაკავშირებულია არა ღვინის მწარმოებელ-ექსპორტიორ  ტრადიციულ ევროპულ ქვეყნებთან, არამედ სამხრეთ ნახევარსფეროსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.”

ევროპის ქვეყნებს კიდევ მოუწევთ ღვინის წარმოების შეკვეცა – ევროკომისიის დადგენილებით, ჭარბწარმოების გამო კრიზისის თავიდან აცილების მიზნით მათ ვენახების ფართობები უნდა შეამცირონ. შარშან ამგვარი პროცესები უკვე დაიწყო საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და საბერძნეთში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული