Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მრავალფუნქციური ბოთლი

ესპანელმა დიზაინერებმა მრავალფუნქციური ბოთლი-ტრანსფორმერი შექმნეს. Pure Bottle სამი ნაწილისაგან შედგება: ჭიქა, შანდალი (სასანთლე)  და კოვზი. იმისათვის, რომ ამ სამი ნივთით ისარგებლოთ, ერთი მარტივი მოძრაობით ბოთლი სამ ნაწილად უნდა დაშალოთ.

ბოთლის ძირი შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭიქად, რომლიდანაც ნებისმიერი სასმელი შეგიძლიათ მიირთვათ, შუა ნაწილი სასანთლეა, რომელიც სანთლის ალს ქარისაგან დაიცავს, მესამე ნაწილი - ბოთლის ყელი კი კოვზად გამოგადგებათ. ასეთი კოვზი მოსახერხებელია ნებისმიერი საკვების - გნებავთ ხიზილალის, გნებავთ შვრიის ფაფის - მისართმევად.

ასაწყობი ბოთლი გადამუშავებული ნედლეულისაგან არის ჩამოსხმული, თითოეული ნაწილის კიდეები კი საგანგებოდ არის დამუშავებული, რომ მომხმარებელმა ხელი არ გაიჭრას.

© ღვინის კლუბი /Weekend



ბოთლად თუ გამოიყენება?


ვეთანხმები წინა გამომსვლელს :D (ანუ გაქვს ღვინო და რომ ჩავა ერთ ჭიქაზე, მოხსნი სასანთლეს და აანთებ სანთელს. წინასწარ მოხსნილ კოვზს ტუცებ ხიზილალაში)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული







StatCounter - Free Web Tracker and Counter