გამოქვეყნებულია: 26 თებერვალი, 2014 - 19:11
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა იური ლიანკემ განაცხადა, რომ ახლო მომავალში მოლდოვური ღვინო შესაძლოა ამერიკის ბაზარზე გამოჩნდეს. მეღვინეებთან შეხვედრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ ამერიკა მზად არის, მოლდოვური პროდუქციის ახალ ბაზრებზე დასამკვიდრებლად ქვეყანას დახმარების ხელი გაუწოდოს. ბატონი ლიანკეს განცხადებით, ჩრდილოამერიკული ბაზარი მოლდოველთათვის მეტად მიმზიდველი და მნიშვნელოვანია, ამიტომ მან მეღვინეებს მოუწოდა, ამ შანსით ისარგებლონ და ექსპორტი გაზარდონ. დეტალების დასაზუსტებლად იური ლიანკე და მეღვინეობის მიმართულების რამდენიმე წარმომადგენელი ამერიკას მარტში ეწვევა.
© ღვინის კლუბი /Weekend
ძალიან სასიამოვნოა :)
დარეგისტრირდით აქ, მარტის შუა რიცხვებში ვალიდაცია მოგივათ და წევრი გახდებით:
http://www.wineclub.ge/getmember/
თქვენი კომენტარი