Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეცნიერები ქალებს ლუდის სმისკენ მოუწოდებენ

ლუდის სარგებლიანობასა თუ მავნებლობაზე დიდი ხანია მიდის მსჯელობა და ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ მოსაზრებებსაც ვეცნობით. კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ლუდი განსაკუთრებით ქალებისთვის არის სასარგებლო და სუსტ სქესს მის ყოველდღიურ მიღებას ურჩევს. მეცნიერთა აზრით, ლუდი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებასა და სიმყარეს. კერძოდ, საუბარია ნივთიერება კრემნიუმზე, რომელიც უამრავი მცენარის შემადგენლობაში შედის, მაგრამ ორგანიზმის მიერ საუკეთესოდ მხოლოდ ლუდის კრემნიუმი აითვისება.

ბრიტანელ მეცნიერთა ამ დასკვნაზე მედიკოსებმა ძალზე თავშეკავებული კომენტარები გააკეთეს. ,,ამგვარი გამოკვლევები, უდავოდ, ძალზე საინტერესოა, თუმცა მათ დიდი სიფრთხილით უნდა მოვეპყრათ, რომ მავანთ ალკოჰოლის ბოროტად  გამოყენებისკენ არ ვუბიძგოთ” - აცხადებს ექიმთა სამეფო კოლეჯის წარმომადგენელი კლერ ჯერარდი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული