Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობა, როგორც სოციალური პასუხისმგებლობა

ქეთევან ადეიშვილის ფოტო

კლიმატური ცვლილებების შედეგად, ბოლო წლებში, მსოფლიოში სტიქიურმა უბედურებებმა დრამატულად იმატა. ასეთ შემთხვევაში, საერთაშორისო  საქველმოქმედო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების გვერდით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსხვილი ბიზნესის ძალისხმევა. ეს არის არა პოპულისტური ჟესტი, არამედ - ძლიერი საზოგადოებრივი და ბუნებრივი გარემოს დაცვისკენ მიმართული პრაგმატული ნაბიჯი. 

მსოფლიოს ყველაზე მსხვილი და გავლენიანი ბრენდები, როგორებიცაა Apple, Microsoft, Google, Coca-Cola, IBM, McDonald’s, Sumsung და სხვები, მათ შორის, ღვინის ყველაზე ძლიერი ბრენდები: Torres, Casillero del Diablo, Chateau Latour, Tignanello, Penfolds, Chateau d’Yquem, Chateau Margaux აცნობიერებენ თავიანთ სოციალურ პასუხისმგებლობას ბუნებრივი კატასტროფებისა და ჰუმანიტარული პრობლემების დაძლევის საქმეში და დიდ ყურადღებას უთმობენ ქველმოქმედებას. ეს მათი სოციალური მგრძნობელობის ერთ-ერთი პირველი ინდიკატორია. 

თბილისის წყალდიდობის შემდეგ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბრენდებმა საქართველოში გამოავლინეს დაზარალებულთა თანადგომის უდაოდ მნიშვნელოვანი ნება. ზოგიერთმა მათგანმა ფინანსური დახმარება გაიღო, ზოგიერთი - მატერიალურის გარდა, მორალურად იდგა დაზარალებულთა გვერდით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქველმოქმედო კავშირ - თემის ძალისხმევა, რადგან საწარმოს, ძირითადად, წარმოადგენენ სპეციალური საჭიროებისა და სხვადასხვა სოციალური პრობლემების მქონე ადამიანები. თავიანთი წარმოების ღვინისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მათ, საგანგებოდ, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს მიუძღვნეს. მართალია, არც ისე დიდი თანხა შეგროვდა (1500 ლარამდე), თუმცა, დამეთანხმებით, ეს შემთხვევა განსაკუთრებით ფასეულია. 

როგორც დიდი მეღვინეობების წარმომადგენლები ღვინის საინფორმაციო ცენტრთან ადასტურებენ, კომპანიამ „თელიანი ველი“ სტიქიით დაზარალებულთა ფონდში 5 000 ლარი გადარიცხა, კომპანიებმა - შატო მუხრანი, GWS, მარუსია საქართველო, ველინგტონი - ერთობლივად, 10 000 ლარი. KTW (კახური ტრადიციული მეღვინეობა) კი - 30 000 ლარის ოდენობით დაეხმარა დაზარალებულ მოსახლეობას. 

კომპანია „ბადაგონმა“ რამდენიმე დღით შეაჩერა მუშაობა და საკუთარი ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების სტიქიის ზონაში მობილიზება შეძლო. მისი თანამშრომლები და ტექნიკა საგანგებო სიტუაციების სამსახურთან და მოხალისეებთან ერთად ჩართული იყო გაწმენდით და სამძებრო სამუშაოებში. კომპანია „თბილღვინომ“ დაზარალებულებს საყოფაცხოვრებო ნივთებით გაუწია დახმარება.  

სტიქიური უბედურებების დროს სოციალური პასუხისმგებლობა, ცხადია, უპირველეს ყოვლისა, შედეგების - ჰუმანიტარული პრობლემების მართვაში თანამონაწილეობისკენ გვიბიძგებს. თუმცა, ამასთანავე, მნიშვნელოვანია ბუნებრივი კატასტროფების მიზეზებისადმი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა. კონკრეტულად, ეკოლოგიური მოძრაობებისადმი სოლიდარობის გამოვლენა, შედეგზე ორიენტირებული მწვანე აქციების განხორციელება. ამგვარი გრძელვადიანი პოლიტიკა, მდგრადი ბიზნესის განვითარებაში რისკებს საგრძნობლად ამცირებს. ბუნებრივი და სოციალური გარემოს დაცვა და განვითარება მეღვინეობის ბიზნესის ღირებულებათა ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული