Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლონდონში პირველი ხერეს-ბარი იხსნება

ხერესი სამხრეთესპანური შემაგრებული ღვინოა, რომლის პოპულარობაც ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა - დღეს მას უფრო წარსულის ღვინოდ თვლიან, ვიდრე მომავლის. ხერესის იმიჯის ასამაღლებლად თავდაპირველად ამერიკელებმა დაიწყეს ზრუნვა, ცოტა ხნის წინ კი ამ სასმელით ლონდონშიც დაინტერესდნენ და როგორც იუწყებიან, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში სულ მალე პირველი ხერეს-ბარი, სახელად Bar Pepito, გაიხსნება. ბარი მარანის სტილში იქნება გაფორმებული და მის ყველა სტუმარს შეეძლება ხერესის სხვადასხვა სახეობის დაგემოვნება. გარდა სასმელისა, ბარში საჭმელიც ესპანური იქნება და ხამონის, ჩორისოსა თუ ზეთისხილის ჭეშმარიტ დამფასებლებს საშუალება ექნებათ ისიამოვნონ ესპანური სამზარეულოს უგემრიელესი შედევრებით. ბარის მეპატრონის განცხადებით, მას ეს იდეა ესპანეთში, ხერესის რეგიონში მოგზაურობის დროს გაუჩნდა.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული