Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლონდონში ოლიმპიური ღვინოები წარადგინეს

ლონდონის ღვინის კომპანია Bibendum-მა იმ ღვინოთა სია წარმოადგინა, რომლებიც 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დიდი ბრიტანეთის  დედაქალაქში გაიყიდება. ოლიმპიური ღვინის ჩამონათვალში ისეთი კლასიკური ღვინის კოლექციებია შესული, როგორებიცაა 2008 წლის Meursault Cuvee Charles Maxime Domaine Latour-Giraudდა 2006 წლის Brunello di Montalcino Castello Banfi.საპატიო სტუმრებს შესთავაზებენ 2010 წლის Dolcetto-ს, 2006 წლის ბრაზილიურ Quinta do Seival Castas Portuguesas-ს და ასევე 2009 წლის Quinta do Vallado Tinto-ს პორტუგალიიდან. ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნის საპატივცემულოდ ამ სიაში 2008 წლის Hush Heath Balfour Brut Rose-ც აღმოჩნდა. ეს არის ოლიმპიური მენიუს (რომელშიც სულ 18 დასახელების ღვინოა წარმოდგენილი) ერთადერთი ბრიტანული ღვინო. ბრიტანულმა კომპანიებმა ზაფხულის ოლიმპიადის სტუმრებისთვის დახვეწილი მენიუ შეადგინეს: ცნობილი ირლანდიური ბრენდის - Kettyle-ს წარმოების საქონლისა და ბატკნის ხორცი, ფარერების ორაგული, რომელიც 18 საათის განმავლობაში იბოლება, არაპასტერიზებული ჩედერი სომერსეტის საგრაფოდან და სხვა უნიკალური დელიკატესები გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა რეგიონებიდან. კომპანია Bibendumმსურველებს სამი ტიპის - წითელ, ვარდისფერ და თეთრ ღვინოებს შესთავაზებს. ერთი ბოთლი ღვინის ფასი საშუალოდ 20 გირვანქა სტერლინგი იქნება. ღვინოს პლასტიკატის ბოთლებში ჩამოასხმენ, რათა სტადიონებზე მათი შეტანა თავისუფლად იყოს შესაძლებელი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული