Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კრიზისის ფონზე „ასკანელები“ და „ჯი-ვი-ესი“ წარმატებებზე საუბრობენ

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომაპანია GWS 2008 წელს საკუთარი ბიზნესისთვის დადებითად აფასებს, მიმდინარე წელს კი სარეკლამო კამპანიის გააქტიურებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის კომერციულმა ოფიცერმა გიორგი თეიმურაზიშვილმა განგვიცხადა. 

„2008 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ GWS-ი გახდა Pernod Ricard ჯგუფის პროდუქციის ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მეშვეობით მომხმარებლებს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ალკოჰოლურ ბაზარზე არსებული ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა ABSOLUT, CHIVAS REGAL, JAMESON, BALLANTAINS, MALIBU, HAVANA CLUB, OLMECA და ა.შ. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2008 წელი კომპანიისთვის ექსპორტის თვალსაზრისით. GWS-მა შეძლო კალენდარული წელი ქართულ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის მეორე ადგილზე დაესრულებინა. 2008 წელს გაყიდვები ექსპორტზე თითქმის 25%-ით გაიზარდა წინა კალენდარულ წელთან შედარებით.“ - აღნიშნა თეიმურაზიშვილმა.

2008 წელს კომპანიამ 1,5 მილიონი ბოთლი ღვინო აწარმოა, რომელთა 95% ექსპორტზე გაგზავნა.

GWS–ის 100%-იანი წილის მფლობელი 2007 წლის დეკემბრიდან Pernod Ricard Europe–ია. კომპანიის პროდუქციის საექსპორტო გეოგრაფია მოიცავს დსთ-ს ქვეყნებს (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის, ყაზახეთისა და ბელორუსის ბაზრები), ასევე იაპონიას, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს, პოლონეთს, საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს.
შიდა ბაზარზე არსებული მონაცემების მიხედვით GWS მე-4 ადგილზეა.
ბრენდი „ასკანელი“ კონიაკის წარმოების მოცულობას წელს 50%–მდე გაზრდის. მოცულობასთან ერთად გაიზრდება ასორტიმენტიც. კერძოდ, ძველ გამოშვებებს ორი სახის ახალი კონიაკი დაემატება, რომელთა ფასიც კვლავ 10–დან 20 ლარამდე იქნება. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელი ბრენდისთვის მომგებიანი იქნება და ამის საფუძველს მათ გასული წლის მუშაობის შედეგები აძლევს. კომპანია 2008 წელს წარმატებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, გასულ წელს გაყიდვების სტაბილური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბრენდი კონიაკის გარდა, 25 სახეობის ღვინისა და ორი სახის ჭაჭის არაყს აწარმოებს. „ასკანელების“ ღვინის ფასი საცალო ქსელში 5–დან 39 ლარამდეა, ხოლო არყის – 5–დან 10 ლარამდე. კომპანიას ყოველწლიურად ევროპასა და შუა აზიის ქვეყნებში ექსპორტზე 600 ათასი ბოთლი კონიაკი და 500 ათასი ბოთლი ღვინო გააქვს.
 
რადიოკომერსანტი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.