Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კლიმატის ცვლილებისა და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა გლობალურ ღვინის ინდუსტრიაზე

Reuter მსოფლიო ღვინის ბაზარზე, მის საფრთხეებსა და რუსეთ-უკრაინის ომზე წერს. როგორც ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV) აცხადებს, კლიმატის ცვლილებასთან ერთად უკრაინის ომმა ღვინის გლობალური გაყიდვები შეამცირა 300 მლრ. დოლარის ღირებულების ღვინის ინდუსტრიაში. 

პაუ როკამ, OIV-ის გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ საწარმოები უნდა ადაპტირდნენ გვალვებზე, ყინვებსა და ძლიერ წვიმებზე, რადგან ასეთი ამინდები, ფაქტობრივად, რეგულარულ, ხშირ მოვლენად იქცა კლიმატის ცვლილების გამო. მან დასძინა, რომ კლიმატის ცვლილების შედეგებს კიდევ აკვირდებიან და აღნიშნა ისიც, რომ 2022 წლის ბოლოს გლობალური ღვინის წარმოება მთლიანობაში შემცირებული იქნება ევროპაში, სადაც სამი უმსხვილესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა, იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი. 

OIV-ის პროგნოზით საშუალოდ წარმოებული ღვინო 2022 წლის ბოლოსთვის იქნება 257.5-დან 262.3 მილიონ ჰექტოლიტრამდე, რაც, როგორც ჩვენს სტატიაშიც აღვნიშნეთ, ბოლო 20 წლის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.

გასულ წელს ესპანეთმა რუსეთში 24.2 მლნ. ევროს, უკრაინაში კი 16.2 მლნ.-ის ღირებულების ღვინო გაიტანა. წელს ეს რიცხვი ფაქტობრივად ნულამდეა შემცირებული, რაც, ბუნებრივია, აისახება ღვინის წარმოებაზე: “მსოფლიო ღვინის ბაზარზე სრული არეულობაა” - აღნიშნა როკამ.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ღვინის ინდუსტრიას ძალიან მკვეთრად შეეხო ომის შედეგად გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისი და მაღალი ინფლაცია.

პაუს თქმით, ევროპული ღვინის იმპორტი შეერთებულ შტატებში 2021 წელს აღდგა, მას შემდეგ, რაც 2019 წელს სასმელზე დაწესებული გარკვეული გადასახადები გაუქმდა. სტატიას შეგიძლიათ Reuters-ზე გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.