Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჯგუფი Iron Maiden საკუთარი ელის ჩამოსხმას იწყებს

ჰევი-მეტალის შემსრულებელმა ბრიტანულმა ჯგუფმა Iron Maiden-მა ლუდის საკუთარი ბრენდი შექმნა. ამ “მეტალის” ელს, რომელსაც მუსიკოსებმა თავიანთი ერთ-ერთი კომპოზიციის სახელი - The Trooper  დაარქვეს, კომპანია Robinsons Brewery აწარმოებს. ბოთლის იარლიყზე ჯგუფის სიმბოლო - მონსტრი ედია გამოსახული, რომელიც Iron Maiden-ის ალბომებსაც ამშვენებს და დროდადრო კონცერტებზეც “ახალისებს” სცენას.

ჯგუფის ვოკალისტმა ბრუს დიკინსონმა განაცხადა, რომ Iron Maiden დიდი ბრიტანეთის სიმბოლოა და ამიტომ მათ სრული უფლება აქვთ, ნამდვილი ბრიტანული ლუდის სიმბოლოებიც გახდნენ. ლუდი The Trooper მაისიდან უკვე მთელ მსოფლიოში გაიყიდება. Iron Maiden-ს ხვა ბრიტანულმა ბენდებმაც მიბაძეს - ალკოჰოლური სასმელების საკუთარი ბრენდი უკვე AC/DC და Motorhead-მაც დაარეგისტრირეს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული