Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინდოეთში ღვინის მოხმარება იზრდება

ინდური კომპანიის – Press Trust of Indiaმონაცემების თანახმად, ინდოეთში ღვინის მოხმარება ბოლო წლების განმავლობაში 1,5-ჯერ გაიზარდა. 2011-2014 წლების პროგნოზის მიხედვით კი ამ ციფრის კიდევ უფრო გაზრდაა მოსალოდნელი. ამ მოვლენას ექსპერტები რამდენიმე ფაქტორით – სახელმწიფოს სწორი პოლიტიკით, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის ზრდითა და მსოფლიო ბრენდების ხელმისაწვდომობით ხსნიან.

,,ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონე უმჯობესდება, შესაბამისად, მათ ხარისხიანი ღვინის დალევის მოთხოვნილება უჩნდებათ. სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გაგვაჩნია ღვინის კულტურა, მაგრამ ამ მიმართულებით სწორი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და უკან დახევას არ ვაპირებთ” – განაცხადა ინდოეთის ბაზრის ერთ-ერთმა წამყვანმა ექსპერტმა, სანტოშ მუტალიკმა. მანვე აღნიშნა, რომ ღვინის გაყიდვებით ამ ეტაპზე სამი დიდი ქალაქი: დელი, ბანგალორი და მუმბაი ლიდერობს და იმედი გამოთქვა, რომ დროთა განმავლობაში ღვინის პოპულარობა, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, პროვინციებშიც გაიზრდება.

ექსპერტთა პროგნოზებით, უახლოეს წლებში ადგილობრივი, ინდური ღვინის წარმოებაც აქტიურად განვითარდება, ვინაიდან ინდოელი მწარმოებლები მჭიდროდ თანამშრომლობენ ევროპელ და ახალი სამყაროს ქვეყნების კოლეგებთან. 2015 წლისთვის ინდოელი მეღვინეები, ღვინის წარმოების მოცულობის თვალსაზრისით, ავსტრალიელ და ახალზელანდიელ მეღვინეებს გაუწევენ კონკურენციას.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული