Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იაპონელ დიპლომატთა სიძუნწის მსხვერპი ელიტური ღვინოები

იაპონელ დიპლომატებს ქამრების მაგრად შემოჭერა და ღვინის აპეტიტის მოთოკვა მოუწევთ. ახლახანს ჩატარებულმა შემოწმებამ გამოავლინა, რომ ამომავალი მზის ქვეყნის დიპლომატიურმა მისიებმა საზღვარგარეთ დაახლოებით 8 ათასი ბოთლი ელიტური ღვინო შეიძინა. მოქმედი 211 მისიიდან მხოლოდ 51 დიპლომატიური წარმომადგენლობა შემოწმდა. ინსპექციის აღმოჩენით ერთ-ერთმა მათგანმა ისეთი რაოდენობის ღვინო შეიძინა, რამდენიმე ათწლეულს რომ ეყოფა. მეორეს იმდენხანს ედო, რომ გაფუჭება დაიწყო. "ჩატარებულმა შემოწმებამ აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ დიპლომატიურ მისიაში და იაპონელ ელჩთა რეზიდენციაში ღვინის მარაგი გონივრულ ფარგლებს აჭარბებდა"- განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხიდენობუ სობაშიმამ. ყველაზე "თავშენახული" აღმოჩნდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების დიპლომატიური მისია პარიზში. მის სარდაფში 7896 "ზედმეტი" ბოთლი ინახებოდა. ზედმეტი იმასთან შედარებით, რომ გასულ წელს მისიის თანამშრომლები მხოლოდ 268 ბოთლს მოერიენ. თუ იგივე ტემპებით გააგრძელებენ, ამ წლის მარაგი დიპლომატებს კიდევ 30 წელს ეყოფათ. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ახმაურებს ღვინის მარკებს და შეძენილ ღვინოებზე დახარჯული თანხის რაოდენობას. "საელჩოთა მიერ შეძენილი ღვინოები ცნობილ მეწარმეთა პროდუქციაა, თუმცაღა კონკრეტული სახელების დასახელებამ, შესაძლოა დიპლომატიური სკანდალი გამოიწვიოს" - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში. ღვინის ექსპერტთა აზრით, საელჩოები წესისამებრ ყველაზე ელიტურ და ცნობილ ღვინოებს იძენენ. მაღალი რანგის წარმომადგენელს იაფი სასმელი რომ შესთავაზო, ეს შესაძლოა შეურაცხყოფად მიიღოს. "დიპლომატები საქმეს მხოლოდ ისეთ ხმამაღალ სახელებთან იჭერენ როგორებიცაა: Chateau Latour, Chateau Margaux და Chateauneuf du Pape, მათ არ მიაქვთ სუფრასთან ღვინო, რომლის ბოთლშიც 600 დოლარზე ნაკლებია გადახდილი". - თვლის სომელიე მარიკო შიგენო. მსგავსი სკანდალი ივნისის თვეში დიდ ბრიტანეთშიც აგორდა. მხოლოდ ამ შემთხვევაში საუბარი მთელს გაერთიანებულ სამეფოზე იყო. ბრიტანეთის მთავრობამ თვენახევარში 26 ათასი დოლარი დახარჯა თავისი ღვინის მარაგის შესავსებად.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული