Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გლეხები ყურძნის საკუთარი ხელით გაყიდვას ამჯობინებენ

წლევანდელ რთველზე კახელი გლეხები ყურძნის ქარხნებში ჩაბარებას, მოსავლის საკუთარი ხელით გაყიდვას ამჯობინებენ, რადგან ამით მეტ შემოსავალს იღებენ. ამის შესახებ   რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა.

კახეთის მასშტაბით რთველზე მოქმედ 34 ქარხანაში ერთ კილოგრამ თეთრ ყურძენს 30–35 თეთრად იბარებენ, რასაც სახელმწიფო სუბსიდია 15 თეთრი ემატება. ერთ კილოგრამ შავ ყურძენში კი ქარხნები 45 თეთრს იხდიან და გლეხი ამ თანხასთან ერთად 25 თეთრს სუბსიდიას იღებს. ამიტომ ღვინიაშვილის განცხადებით, გლეხები კილოგრამ თეთრ ყურძენს 70–80 თეთრად ჰყიდიან და შესაბამისად მოსავალს ქარხანაში აღარ აბარებენ. გლეხებმა ქარხნებში წელს საერთო ჯამში 12 ათასი ტონა შავი და 18 ათასი ტონა თეთრი ყურძენი ჩააბარეს. შეგახსენებთ, რომ წლევანდელ რთველზე სახელმწიფო სუბსიდია 8 მილიონი ლარით განისაზღვრა, თუმცა თანხის სრულად ათვისება აღნიშნული მიზეზის გამო ვერ განხორციელდა.

კახეთში რთველი პრაქტიკულად დასრულების სტადიაშია და დაგეგმილი 130–140 ათასი ტონის ნაცვლად ღვინიაშვილის განცხადებით 100 ათას ტონამდე ყურძენია მოკრეფილი, რისი მიზეზიც რეგიონში წლის განმავლობაშიც და უშუალოდ რთველის მიმდინარეობისასაც სეტყვა და უამინდობა გახდა.

რადიო ``კომერსანტი``

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული