Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ესპანელი შეფმზარეულის გამოგონება

ცნობილი ესპანური ღვინის - Sire 24-ის შესაფუთად სპეციალური ფორმის ბოთლს გამოიყენებენ, რომლის ავტორიც, დიზაინერულ სტუდია d6gn Studio-სთან ერთად, ესპანელი შეფმზარეული მარტინ ბარასატეგი გახლავთ. ბოთლი იმითია გამორჩეული, რომ დეკანტერის ფუნქციასაც ითავსებს. ღვინის ლექი და ის ნაწილაკები, რომელიც ნატურალურ ღვინოში ჩნდება, ბოთლის ფსკერზე რჩება. ამგვარი ბოთლის გამოყენებისას აღარ არის საჭირო ღვინის წინასწარ გაფილტვრა, ეს კი მისი გემოვნური თვისებების შენარჩუნებას უწყობს ხელს. დეკანტერი-ბოთლი ღვინოში გახსნილი აკვარელით შესრულებული ილუსტრაციითაა გაფორმებული. პრაქტიკული დანიშნულების გარდა, შესაფუთი ბოთლი ვიზუალურ ეფექტსაც ახდენს და მყიდველთა დიდ ინტერესს იწვევს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.