Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრიტანეთში სამეფო ლუდის საწყობი აღმოაჩინეს

საფოლკის საგრაფოში უნიკალური აღმოჩენა მოხდა. 200 წლის ლუდსახარშ Greene King-ის საცავში ვინტაჟური ელის 2000 ბოთლი იპოვეს, რომელიც 1936 წელს, სპეციალურად ბრიტანეთის სკანდალური მეფის - ედუარდ მერვის კორონაციისთვის იყო მოხარშული. მონარქის ტიტული მან მხოლოდ ათი თვის განმავლობაში ატარა – 1936 წლის იანვრიდან დეკემბრამდე. ცნობილია, რომ ედუარდმა სამეფო ტახტს სიყვარული ამჯობინა და ორჯერ განქორწინებული ამერიკელი ქალი - უოლის სიმპსონი შეირთო ცოლად. საბოლოოდ, სამეფო ელი გამოუყენებელი დარჩა და სარდაფში რამდენიმე ათეული წელიწადი გაატარა. 75-წლიანი დაძველების სასმელი უკვე გასინჯა ლუდის ექსპერტმა ჯონ ბექსონმა, რომელმაც განაცხადა, რომ სამეფო ელი ხილის მდიდარი არომატით გამოირჩევა და შესანიშნავად არის შენახული. “თავის დროზე ეს ლუდი ნამდვილად არაჩვეულებრივი იქნებოდა, იგი საკმაოდ მაგარია, 12 გრადუსიანი და ამიტომაც მშვენივრად შემოინახა”, - თქვა ექსპერტმა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სამეფო ვინტაჟი ლუდსახარშის სარდაფის ერთადერთი აღმოჩენა არაა. Greene King-ის ქვეშ სარდაფების მთელი ქსელია, სადაც ბევრად უფრო ძველი და არანაკლებ საინტერესო ლუდის კოლექციები შეიძლება ელოდნენ მზის სინათლეზე გამოჩენას. შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ბალტიის ზღვის ფსკერზე ჩაძირული ხომალდის ტრიუმში 200 წლის ვინტაჟური ლუდი აღმოაჩინეს, რომელიც რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორესთვის იყო განკუთვნილი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.