Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბებერი ვაზი - მემკვიდრეობა, მდგრადობა და ღვინის უნიკალურობა

ბარსელონას ღვინის კვირეულზე (Barcelona Wine Week) წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძველი ვაზის მნიშვნელობას და იმ საკითხს, თუ რამდენად განასხვავებს ასაკი ღვინის ხასიათს, ამის შესახებ ღვინის ყველაზე ცნობილი გამოცემა Decanter წერს. მწარმოებლები, სომელიეები და ღვინის კრიტიკოსები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ, რატომ არის ასაკოვანი ვაზი ფასეული და რამდენად იგრძნობა დროის გავლენა მის ღვინოებში.

„უფრო ძველი უფრო უკეთესს ნიშნავს? –  Doug Frost MW MS-მა დასძინა, რომ ვაზისთვის ასაკი შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს საუკეთესო ღვინის დასაწურად და ტერუარის გამოსახატად.

Frost-ის მასტერკლასი „უფრო ძველი უკეთესს ნიშნავს?“ ერთ-ერთია იმ სესიებთაგან, რომლებიც ძველი ვაზის მნიშვნელობას სხვადასხვა ასპექტიდან იკვლევდა. სხვა მნიშვნელოვან თემებს შორის იყო „მრავალწლოვანი ვაზი – სილამაზის მიღმა“ და „ფილოქსერამდელი ვენახები – წარუშლელი მემკვიდრეობა“.

ცოცხალი მემკვიდრეობა

დისკუსიების ერთიანი დასკვნა იყო, რომ ძველი ვაზის მნიშვნელობა მხოლოდ გემური მახასიათებლებით არ შემოიფარგლება – მისი დაცვა კულტურული, სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის საკითხია. მე-20 საუკუნეში მაღალმოსავლიანი ჯიშების სასარგებლოდ მრავალ რეგიონში მწავალწლოვანი ვენახების შეცვლამ ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და კლიმატური მდგრადობის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეასუსტა. ტრაგიკულად ირონიულია ის ფაქტი, რომ კომერციული სარგებლისთვის გადადგმულმა ნაბიჯებმა რეგიონებს უნიკალურობა და კონკურენტუნარიანობა წაართვა.

კანარის კუნძულების ელ გრიფოს (El Grifo) მეღვინემ, Elisa Ludeña-მ, ხანდაზმული ვაზის შესწავლა ღვინის „არქეოლოგიას“ შეადარა, რომელიც არა მხოლოდ ვიტიკულტურულ, არამედ სოციალურ და ეკონომიკურ ინფორმაციასაც ავლენს. მისი აზრით, „წარსულის შესწავლა და რეგიონული მემკვიდრეობის გააზრება მომავლის გამოწვევებისთვის საუკეთესო მზადებაა. ეს ნამდვილი წინააღმდეგობის აქტია.“

კლიმატური მდგრადობა და ბუნებრივი სელექცია

ცნობილმა მეღვინემ, Raúl Pérez-მა აღნიშნა, რომ თანამედროვე ღვინის წარმოება აღარაა მხოლოდ სასიამოვნო გამოცდილებისთვის – „ახლა ღვინოს დეგუსტაციებისთვის და ქულებისთვის აწარმოებენ. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს იდენტობას.“ მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ასაკოვანი ვაზის ფასეულობას, როგორც ტერუარისა და ღვინის მთავარი დანიშნულების, იდენტობის შენარჩუნების საშუალებას. „ძველი ვაზი საშუალებას გვაძლევს, ყურძენი უფრო ადრე, მაგრამ სრულყოფილი სიმწიფით მოვკრიფოთ,“ – განმარტა პერესმა. „ამის შედეგად ვიღებთ ღვინოებს, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი სიხალისე და შედარებით დაბალი ალკოჰოლი, მრავალწლოვანი ვაზი საშუალებას გვაძლევს, უფრო ადრე ავიღოთ მოსავალი საკმარისი სიმწიფით, რაც ბუნებრივ სიხალისესა და დაბალ ალკოჰოლურს უზრუნველყოფს.“

ამგვარად, ძველი ვაზი კლიმატური ცვლილებებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების ცვლილების პირობებში სტრატეგიულ უპირატესობად გვევლინება. სესიებზე ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ასაკოვან ვენახებს ნაკლები მოსავლიანობის ხარჯზე თვითრეგულაციის უნარი აქვთ – ისინი უკეთ უძლებენ გვალვასა და უკიდურეს სიცხეს, თანაც აძლიერებენ კონცენტრაციასა და მჟავიანობის სიღრმეს. ყველაფერი ფესვთა სისტემაზეა დამოკიდებული, – განმარტა Pérez-მა.

თუმცა, როგორც პანელისტებმა აღნიშნეს, მხოლოდ ასაკი საკმარისი არ არის. ვაზი განსაკუთრებული ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაფერის გარემოში იზრდება და სწორად უვლიან. ძველი ვენახების მდგრადობა კი ხშირად მეტყველებს იმაზე, რომ კონკრეტულ ადგილს უნიკალური თვისებები აქვს, რაც კომერციულ ზეწოლასაც უძლებს. ასაკოვანი ვაზის დაცვა, ერთი მხრივ, მდგრადობის საკითხია, მაგრამ ის ღვინის გემურ ღირებულებასაც ამართლებს.

Doug Frost-ის თქმით: „არსებობს ტექსტურისა და არომატის ისეთი სიღრმე, რომელსაც სტაბილურად მხოლოდ ბებერი ვაზი ქმნის.“ მისი განმარტებით, ამის მიზეზი დაბალი მოსავლიანობა, მაღალი კონცენტრაცია და გვალვის მიმართ უფრო მაღალი გამძლეობაა.

მაგრამ შეიძლება თუ არა, რომ ღვინის წარმოშობამ და მეღვინეობის ოსტატობამ გადაფაროს ძველი ვაზის მნიშვნელობა? პასუხი მარტივი არ არის – ტერუარი და ვაზის მოვლის მეთოდები საბოლოოდ განსაზღვრავს მის უნიკალურობას მაშინ, როცა მეღვინეობის ხელოვნება მხოლოდ ამ თავისებურებების გამოკვეთას და წარმოჩენას ემსახურება. როგორც სესიებზე აღნიშნავენ: „ჩვენ უნდა ვაწარმოოთ არა უბრალოდ პროდუქტი, არამედ ღვინო, რომელიც ინტელექტუალურ შთაგონებას იწვევს.“

ბებერი ვაზი მხოლოდ მცენარე არ არის – ის ისტორიას ინახავს, ღვინის სამყაროში კი მათ დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული