Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ბადაგონი“ საუკეთესო ღვინოების ასეულშია

ლონდონის სამეფო ოპერის თეატრში, კოვენტ გარდენზე, 1 სექტემბერს მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი და ყველაზე პრესტიჟული ღვინის კონკურსის, „დეკანტერის“ გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, რომელზეც საქართველოდან „ბადაგონის“ გენერალური დირექტორი გიორგი სალაყაიაც იყო მიწვეული.

ბადაგონის ღვინოს „ალავერდის ტრადიციები“ წლევანდელ დეკანტერზე ჟიურის უმაღლესი ჯილდო გრან-პრი - „რეგიონალური ტროფი“ ერგო და ამავდროულად ევროპის საუკეთესო წითელი ღვინოების ასეულში შევიდა. 
 „დეკანტერი 2010“ წარმატებული აღმოჩნდა არა განკერძოებულად „ბადაგონისათვის“, არამედ მთლიანად ქართული ღვინისა და მისი პოპულარიზაციისათვის, ღვინით გაჯერებულ მსოფლიო ბაზარზე, ამბობს  „ბადაგონის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე ლიზა ბაგრატიონი. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დეკანტერის გრან-პრი - „რეგიონალური ტროფი“ „ბადაგონის“ წითელ მშრალ „ალავერდის ტრადიციებს“ ერგო და ამავდროულად ის ევროპის საუკეთესო ღვინოების ასეულშიც შევიდა. ამასთანავე, დეკანტერზე ესოდენ მაღალი ჯილდო ქართულ ღვინის კომპანიას პირველად მიანიჭეს“.
„ალავერდის ტრადიციები“ ალავერდის მონასტრის ისტორიულ მარანში დაიწურა და ჩამოისხა უშუალოდ დოქტორ დონატო ლანატის - ბადაგონის მთავარი მეღვინის მიერ. მის ექსპორტსა და პოპულარიზაციაზეც ბადაგონი ზრუნავს, - აცხადებს „ბადაგონის“ გენარალური დირექტორი გიორგი სალაყაია. დაჯილდოების ორგანიზატორების განცხადებით, ლონდონში გამართულ ცერემონიაზე წელს რეკორდული რაოდენობის ევროპული ღვინის კომპანიები დააჯილდოვეს, ხოლო მოწვეულ მაღალ სტუმრებს პირველად ჰქონდათ საშუალება, კონკურსში გამარჯვებული ღვინოები დაეგემოვნებინათ.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ორგანიზატორების ინფორმაციით, გრან-პრი „რეგიონალური ტროფი“ კონკურსში მონაწილე 11 ათასზე მეტი ღვინიდან  მხოლოდ ასმა მიიღო და მათ შორის პირველად მოხვდა ქართული ღვინის კომპანია.
 
© vinoge.com       


vulocav Badagons da yvela qartvel ghvinis moyvaruls am gamarjvebas. ai Decanteris linki sadac am ghvinoebis chamonatvalia: http://www.decanter.com/worldwineawards/2010/dwwa_search.php


ყველას დიდი მადლობა, ვისაც "ბადაგონის" და მთლიანად ქართული ღვინის წარმატება გაუხარდა! გაიხარეთ :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული