Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი მეთოდი ფალსიფიკაციასთან საბრძოლველად

წითელი ჯიშების იდენტიფიკაციის ახალი მეთოდი მეცნიერებს ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლაში დაეხმარება

30 ნოემბერს "საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში“ "ღვინის კლუბის" მორიგი ლექცია ვაზის წითელი ჯიშების იდენტიფიკაციის ახალ მეთოდს მიეძღვნა. ამ მეთოდის შესახებ შპს "ღვინის ლაბორატორიის" თანამშრომელმა, ნიკოლოზ შაყულაშვილმა ისაუბრა.

ღვინის ლაბორატორია გერმანული ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (GTZ)დახმარებით შეიქმნა და უკვე რამდენიმე წელია, აქ საექსპორტო ღვინოები მოწმდება. თანამედროვე, კომპიუტერიზებული აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიაში კვალიფიციური ქიმიკოსები, მიკრობიოლოგები და მეღვინეები მუშაობენ.

ნიკოლოზ შაყულაშვილის თქმით, მეცნიერებმა ისარგებლეს "ღვინის ლაბორატორიის“ უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობებით და პრაქტიკულ საქმიანობას სამეცნიერო კვლევებიც შეუხამეს. ასე მომზადდა ნაშრომი ვაზის წითელი ჯიშების იდენტიფიკაციის ახალი მეთოდის შესახებ, რომელიც წელს ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესზეც იყო წარდგენილი და სულ მალე საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემებშიც დაიბეჭდება.

მეთოდი გულიხსმობს წითელი ვაზის ჯიშების იდენტიფიკაციას იმ ნივთიერებების დახმარებით, რომელიც მხოლოდ ამა თუ იმ ჯიშისთვის არის დამახასიათებელი. ძირითადად ეს არის საღებავი ნივთიერებები, რის გამოც ახალი მეთოდი თეთრი ღვინოების იდენტიფიკაციის საშუალებას არ იძლევა.

"ჩვენამდე ამ მიმართულებით გერმანელი მეცნიერები მუშაობდნენ და გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. თუმცა მათ მიერ დანერგილი მეთოდით სრულყოფილი იდენტიფიკაცია მაინც ვერ ხერხდებოდა. ჩვენი წარმატება ისაა, რომ აღმოვაჩინეთ სხვა ფარდობები, რაც ასევე უნიკალურია ამა თუ იმ ჯიშისათვის. ამ გზით იდენტიფიკაციისას ცდომილება პრაქტიკულად გამოირიცხა. ჩვენი მეთოდი მეცნიერებს საშუალებას მისცემს, განახორციელონ ღვინის სრულყოფილი კონტროლი", - აღნიშნა ნიკოლოზ შაყულაშვილმა.  

ღვინის ლაბორატორიებში ვაზის წითელი ჯიშების იდენტიფიკაციის ახალ მეთოდის დანერგვით უფრო ეფექტური იქნება ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული