Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ავეჯი ღვინისთვის

მსოფლიოში ღვინის პოპულარობის ზრდასთან ერთად მატულობს მოთხოვნა ისეთი ნივთებზე, რომლებიც ამ სასმელთანაა დაკავშირებული. დღესდღეობით ძალზე პოპულარულია ღვინის შესანახი სპეციალური კარადები, თუმცა ჰორიზონტზე ღვინის თემატიკაზე შექმნილი ახლებური ტიპის ავეჯიც გამოჩნდა. მაგალითად, დიზაინერ სია ზანჯანის მიერ შექმნილი მრავალფუნქციური სკამი FOR2, რომელზეც თავისუფლად მოთავსდება ორი ადამიანი, ხოლო შიგნით ღვინის 15 ბოთლისა და 8 ბოკალის შენახვაა შესაძლებელი. სკამში წიგნების, ჟურნალების და სხვა იმ ნივთებისთვისაცაა ადგილი გამოყოფილი, რაც დალევის პროცესს უფრო სასიამოვნოს და კომფორტულს ხდის ხოლმე. ნოვატორული სკამის ღირებულება 3 600 ამერიკული დოლარია.

ამერიკულმა კომპანია Chicone Cabinetmakers-მა კი მომხმარებელს ე.წ. ღვინის მაგიდა - Don Vino წარუდგინა. მისი შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მაგიდა მოდურიცაა და ფუნქციონალურიც - მასში ერთდროულად 16 ბოთლი ღვინის მოთავსებაა შესაძლებელი, მინის ზედაპირის წყალობით კი მათი უკეთ შეთვალიერება და არჩევანის გაკეთება გაგიადვილდებათ. მაგიდის დასამზადებლად ხის ჯიშები: მუხა, კაკალი, ალუბალი, ნეკერჩხალი გამოიყენება. მაგიდები ხელით მზადდება და თითოეულის ფასი 2 400 ამერიკული დოლარია.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.