Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ამბები – გადაცემა “ღვინის გზამკვლევი” (16) 28.12.2012

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების პროცესი მომდევნო ეტაპზე გადადის. ამასთან დაკაშვირებით, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან და საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომამდგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან ერთად, 30–მდე ქართული ღვინის კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. დახურული შეხვედრის ძირითად საკითხს ქართული და რუსული მხარეების სამომავლო შეხვედრის ორგანიზება წარმოადგენდა, რომელიც უახლოეს მომავალში მოსკოვში ან თბილისში გაიმართება. სამომავლო შეხვედრაზე კონრეტულად ის საკითხები განიხილება, რომელიც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის ღირსეულად დაბრუნებას შეეხება. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრას დიპლომატების გარდა, ღვინის კომპანიების მფლობელები და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელიც დაესწრება. ამ თემის შესახებ უფრო დეტალურად, რამდენიმე წუთში სიუჟეტში მოგიყვებით.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ამავე თემასთან დაკავშირებით, განცხადება მიმდინარე კვირაში რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმაც გააკეთა. მისი თქმით, ის მიესალმება რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს ახალი მთავრობის დადებით განწყობას. ჟურნალისტებთან, პუტინმა ქართული ღვინის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს, დასავლეთ ევროპისგან განსხვავებული, მაღალი ხარისხის ღვინის კულტურა აქვს. ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად როდის დაბრუნდება ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე, რუსეთის პრემიერ–მინსტრმა უპასუხა, რომ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეცვლის თავის დამოკიდებულებას ქართული მხარე რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ: „ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით ვმოქმედებთ, ქართული ღვინის იმპორტის განახლება ჩვენს ბაზარზე ამ ვალდებულებებს შორისაა. ახლა მთავარია ამ საკითხის დეპოლიტიზირება მოხდეს“ – აღნიშნა ვლადმიერ პუტინმა თავის სატელევზიო გამოსვლაში, რომელიც ამ კვირის დასაწყისში გაიმართა.

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>> 

სოტერნის ცნობილი მწარმოებელი კომპანია – Chateau Rieussec 2012 წლის მოსავლისგან ვინტაჟური ღვინის დაყენებაზე უარს ამბობს. გადაწყვეტილება მათ ღვინის ხარისხის სასარგებლოდ მიიღეს. მიზეზი ის გახდა, რომ წელს მიღებული მოსავალი დაბალი ხარისხის იყო, რისგანაც პრემიუმ კლასის ღვინის დაყენება მომხმარებლის წინაშე უსამართლობად და მის მოტყუებად ჩათვალეს. წინა წლებთან შედარებით, წელს მიღებული არასასურველი ხარისხის ყურძნისგან მეორე კლასის ღვინოებს დაამზადებენ. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, პრემიმუმ კლასის ღვინოების წარმოებას კომპანია ბოლო 20 წლის განამვლობაში პირველად აჩერებს, რადგან მათთვის პრიორიტეტს, ხარისხის შენარჩუნება წარმოდგენს.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ფრანგი მეღვინეები ხელისუფლებისგან, ღვინისთვის კულტურული და გასტრონომიული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას და მის კანონით დაცვას მოითხოვენ. ეს თემა საფრანგეთში მაღალი რანგის წრეებში უკვე წლებია განიხილება. პირველად, ღვინისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭების იდეა 1958 წლის ოქტომბერში გამართულ ეროვნულ ასამბლეაზე გამოითქვა. ამ იდეის მხარდამჭერები მაშინ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. გასულ კვირას, ეს საკითხი კიდევ ერთხელ, სწორედ რესპუბლიკურმა პარტიამ გაახმოვანა. მათი თქმით, იმ მიზეზით, რომ ღვინის წარმოება ფრანგული კულტურის და ეკონომიკის მყარ საფუძველს უკვე წლებია ქმნის, ის ნამდვილად იმსახურებს კანონით დაცვას და ეროვნული საგანაძურის რანგში აყვანას. ფრანგულ ღვინოს, როგორც გასტრონომიის მნიშვნელოვან ნაწილს, 2010 წელს, იუნესკომ „მსოფლიოს არამატერიალური საგანძურის“ სტატუსი მიანიჭა, თუმცა ეროვნულ კანონმდებლობას ეს სტატუსი ოფიციალურად ჯერ კიდევ არ უღიარებია.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

მე კი ერთი ძალიან საინტერესო კვლევის შესახებ გეტყვით, რომელიც ღვინისა და ადამიანების ხასიათის თავისებურებებს შორის კავშირზე გვიყვება. კვლევა ფრანგმა მკვლევარებმა ჩაატარეს, რომელიც ამგვარ შედეგებს გვამცნობს:  აღმოჩნდა, რომ წითელი ღვინის მოყვარულები ნაკითხი და თავდაჯერებული ხალხია, ამიტომ მათ ბევრად მეტი შემოსავალი აქვთ, ვიდრე თეთრი და ვარდისფერი ღვინის მოყვარულებს. თეთრი ღვინო მორიდებული და პრაქტიკული ადამიანების არჩევანია, ხოლო მომხიბლავი და მეგობრული ადამიანები ვარდისფერ ღვინოებს ანიჭებენ უპირატესობას.

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>> 

დღეს გაზეთ „მარანის“ წლის ბოლო, 32–ე ნომერი გამოვიდა. ყოველკვირეული გამოცემა სადღესასწაულო განწყობას საახალწლო სუფრის ტრადიციების მიმოხილვით და ცქრიალა ღვინოებისთვის განკუთვნილი მრავალფეროვანი ფუჟერების ფოტოგალერეით შეუერთდა. თუმცა ამ თემების გარდა, გაზეთში ასევე წაიკითხავთ მექვევრეთა ოჯახის ისტორიას, რომლებიც ყვარლის მუნიციპალიტეტში, ახალსოფელში მეოცე საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. სტატიის ავტორი, გიორგი ბარისაშვილი ამ ოჯახის ისტორიის აღდგენას უძველესი ფოტოსურათის ანალიზით შეეცადა. 1914 წელს გადაღებული ეს ფოტო, პირველად სწორედ „მარანში“ გამოქვეყნდა დღეს. გაზეთში, ასევე წაიკითხავთ ინტერვიუს გამოცდილ ენოლოგთან, ამპელოგრაფთან, ალავერდის მონასტრის მარნის მეღვინე–კონსულტანტთან თეიმურაზ ღლონტთან. მისი წიგნი – „ვაზი, ღვინო და პრობლემები“ „ქვევრის ფონდმა“ სულ ცოტა ხნის წინ გამოსცა. „მარანის“ ბოლო გვერდზე კი ტრადიციულად  საახალწლო და საშობაო კერძების ახალი რეცეპტები დაგხვდებათ.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ბოლოს  საინტერესო ღონისძიების შესახებ გეტყვით, რომელიც რამდენიმე წუთში დაიწყება. დღეს „ქართული ღვინის გზამკვლევის“ წლევანედელი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება. წიგნის წარდგენასთან ერთად, სხვადასხვა ქართული ღვინოების დეგუსტაციაც მოეწყობა და მასზე დასწრება ღვინის საკითხით დაინტერესებულ ყველა ადამიანს შეეძლება. მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი გზამკვლევი 2013 წელს ღვინის სფეროში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბების მიმოხილვის, ასევე ქართული ღვინოების დახასიათებისა და კომპანიების შესახებ დეტალური ინფორმაციის გარდა, ღვინის რუკასაც შემოგთავაზებთ. მასზე, საქართველში ღვინის ყველა ცნობილი რეგიონი, ადგილწარმოშობის დასახელება, ტურისტული მარშრუტი  და ობიექტი დაიტანება. გეტყვით, რომ „ქართული ღვინის გზამკვლევი“ ხვალიდან ყველა წიგნისა და ღვინის მაღაზიაში გაიყიდება. მისი ფასი 10 ლარია. პრეზენტაცია კი 19:00 საათზე დაიწყება წიგნის სახლში ბახტრიონზე, ბახტრიონის 11 ნომერში.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული