Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკული მეღვინეობის მომავლის ტექნოლოგიები

ამერიკის შეერთებულ შტატებში, დევისში, კალიფორნიის უნივერსიტეტის ბაზაზე ღვინის ულტრათანამედროვე საწარმო გაიხსნა. მის ტერიტორიაზე 5 ჰექტარი ვენახია გაშენებული, სადაც შესაძლებელია იმ ახალი ტექნოლოგიის გამოცდა, რომელიც გარემოს შენარჩუნებისა და გაჯანსაღების მიზნით შეიქმნა. ქარხანა აღჭურვილია მსოფლიოში პირველი უკაბელო ფერმენტაციის სისტემით, ავტომატურად რეგულირებადი ტემპერატურის რეჟიმითა და სენსორებით, რომელთა საშუალებითაც ღვინოში შაქრის რაოდენობა ყოველ 15 წუთში ერთხელ კონტროლდება.

როგორც საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, კომპლექსის მშენებლობაზე 20 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ის 3 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და ღვინის ულტრათანამედროვე საწარმოს გარდა ლუდსახარშსაც მოიცავს. ქარხანაში მზის ენერგიას გამოიყენებენ. ტექნოლოგიური პროცესებისათვის საჭირო წყალს ჩვეულებრივი წვიმის წყლისგან მიიღებენ, რომლის შესაგროვებლადაც სპეციალური ავზებია დამონტაჟებული. პროექტის ინჟინრებმა რეზერვუარების ისეთი სისტემა შეიმუშავეს, რომ ფერმენტაციის შედეგად გამოყოფილი ნახშირბადი ატმოსფეროში არ გაიფანტება და, შესაბამისად, გლობალურ დათბობაზეც არ იმოქმედებს.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.