Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ძმები ლეიონები: "ღვინომ, უბრალოდ, არ იცის, რომ პაკეტში მოათავსეს"

ძმები ლარი და ბილ ლეიონები გამომგონებლობის ტალანტით მემკვიდრეობით არიან დაჯილდოებულნი. ისინი თავიანთი წინაპრების მიღწევების ჯაჭვში მეექვსე თაობას წარმოადგენენ და ღვინის ინდუსტრიას მუდმივად ამდიდრებენ რაიმე სიახლით, რითაც ალკოჰოლის სამყაროზე წარმოდგენას ცვლიან. ლეიონები იმ სპეციალისტთა ჯგუფში შედიოდნენ, რომლებმაც 1980-იან წლებში ღვინის წარმოების ტექნოლოგიაში რევოლუცია მოახდინეს. მათ დაამზადეს ისტორიაში ერთადერთი უალკოჰოლო ღვინო - Ariel, რომელმაც ალკოჰოლური ღვინოების გამოფენაზე Los Angeles County Fair ოქროს მედალი მოიპოვა. ამ სასმელს მალევე აუკრძალეს სხვა კონკურსებში მონაწილეობის მიღება, თუმცა  მწარმოებლებმა მაინც მოასწრეს 100 000 ყუთი ღვინის გაყიდვა მსოფლიოს 31 ქვეყანაში.

ამჯერად ძმები ლეიონები ღვინის რევოლუციური შეფუთვის დამზადებით არიან დაკავებულნი, რომელიც მომავალში სავარაუდოდ მინის საცობიან ბოთლებს ჩაანაცვლებს. კალიფორნიული კომპანიის Fourgreen ღვინოების კაბერნე და შარდონე Four ახალი ხაზი ტუბებში გამოდის და ტრადიციულ ბოთლებში ჩამოსხმულთან შედარებით ორჯერ იაფია. დღემდე მსგავსი შეფუთვით მხოლოდ იაფფასიან ღვინოებს უშვებდნენ, ამჯერად კი მასზე ყურადღება პრემიუმ კლასის მწარმოებლებმაც შეაჩერეს.

ლარი ლეიონი, Fourgreen Wine Company-ის ერთ-ერთი პარტნიორი, აცხადებს: "მსოფლიოში ცნობილი ვენახების Chateau Cheval Blanc მფლობელმა გვითხრა, რომ არასოდეს მოათავსებს "შევალ ბლანს" პაკეტში. ამას არც მე გავაკეთებდი. და თუ თქვენ მაინც ჩამოასხამთ "შევალ ბლანს", "ლატიფს", ან "რომანე კონტის" პაკეტში, ის ამით არ შეიცვლება და იმავე ღვინოდ დარჩება. ღვინომ ხომ უბრალოდ, არ იცის, რომ პაკეტში მოათავსეს".

Fourgreen უშვებს ღვინოსFour სამლიტრიან ტუბებში, რომლის ფასიც 4 სტანდარტული 750 მილილიტრიანი ბოთლის ექვივალენტურია.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული