ორი დღის წინ Wine Enthusiast-მა სტატია გამოაქვეყნა -"ცხრა ღვინო საქართველოდან, ხორვატიიდან და უნგრეთიდან" (Nine Wines From Georgia, Croatia and Hungary), სადაც საქართველო წარმოდგნილია, როგორც ღვინის უძველესი და უმდიდრესი კულტურის მატარებელი ქვეყანა.
სტატიაში ამ რეგიონებიდან 9 ღვინის დახასიათებაა მოცემული. მათ შორის, საქართველოდან სამი ღვინოა: მილდიანის საფერავი 2012, ლუკასის საფერავი 2014, შუხმანის საფერავი 2014.
მილდიანი, საფერავი 2012 (45 $, 91 ქულა) ძოწისფერი ღვინოა შავი მოცხარისა და კამის ბოლქვის არომატით. ტყის კენკრის ტონები ბროწეულის ტონებს ერწყმის. ასევე იგრძნობთ ლორის, ბეგქონდრის სურნელებს კვამლის ნიუანსებით. ძლიერ ტანინებს შტოშის დაბოლოება აგვირგვინებს.
ლუკასის საფერავი 2014 (45 $, 91 ქულა) შავი ქლიავის და კვამლის ტონებით გამოირჩევა, შავი ბლის, ბეკონისა და ორეგანოს არომატებით, შტოშის ხანგრძლივი დაბოლოებით. პირველივე ყლუპზე მძლავრ ტანინებს იგრძნობთ, ხოლო სიხალასე კი დიდხანს გრძელდება.
შუხმანის საფერავი 2016 (13 $, 89 ქულა) ღრმა მოიისფრო-წითელი ფერისაა. ამ ღვინოს ჟოლოს, მაყვლის, მარწყვის, სალბის და ყავის არომატები აქვს. ასევე ცოცხალი მჟავიანობა.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი