Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის გლობალური ბაზარი

კომპანია Global Industry Analysts Inc (GIA)–მა ,,ღვინის გლობალური ბაზრის” ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2015 წელს მსოფლიოში ღვინის მოხმარება 26,12 მილიარდ ლიტრს შეადგენს. International Wine and Spirit Research (IWSR) მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, დღესდღეობით ღვინის მოხმარების წლიური მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით 36 მილიარდ ბოთლს შეადგენს, რაც 27 მილიარდ ლიტრ ღვინოს უდრის. ექსპერტთა პროგნოზებით, 2014 წლამდე ყოველწლიურად ღვინის მოხმარების 0,7%-ით შემცირებაა ნავარაუდევი, რაც საბოლოო ჯამში 2,8%-ს მიაღწევს და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 26,2 მილიარდ ლიტრ ღვინოს შეადგენს. Global Industry Analysts Inc (GIA)ამტკიცებს, რომ ღვინოზე მოთხოვნა სულ უფრო გაიზრდება, ხოლო International Wine and Spirit Research (IWSR) კი აცხადებს, რომ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ღვინის მოხმარება თანდათან შემცირდება. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ისეთი დიდი ქვეყნების განვითარებასთან ერთად, როგორიცაა: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი, ღვინის მსოფლიო ბაზარი და, შესაბამისად, მარკეტინგული მონაცემებიც შეიცვლება. განვითარების დასავლური სტანდარტებისკენ სწრაფვა ამ ქვეყნების მოსახლეობის ღვინისადმი ინტერესსაც გაზრდის. GIA-ს განცხადებით, ღვინის მსოფლიო ბაზრის განვითარების მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება გახდეს სხვადასხვა სამედიცინო კვლევა, რომელთა მიხედვითაც ღვინის ზომიერი მოხმარება ადამიანთა ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. კერძოდ, საუბარია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს, ალცჰაიმერისა და კუნთების მოდუნების შემთხვევებზე. ამგვარი დასკვნების გამოქვეყნების შედეგად მკვეთრად მატულობს ხოლმე შინაურ გარემოში სადილობისას დალეული ღვინის რაოდენობა, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ღვინო არ იწარმოება ან ძალზე მცირე რაოდენობით აქვთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული