Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ფესტივალი ფინეთში

ცნობილი გახდა, რომ ფესტივალი “ღვინის სოფელი” ფინეთში, ქალაქ კუოპიოში, წელს 29 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ძნელია, ფინეთს მეღვინეობის ქვეყანა უწოდო, ღვინის ფესტივალები იქ მაინც იმართება, “ღვინის სოფელი” კი წელს უკვე მეთექვსმეტედ ტარდება. წინა წლებში ფესტივალის სტუმრები იყვნენ ღვინის წარმოების კულტურით სახელგანთქმული ქვეყნები: ბრაზილია, ავსტრია, უნგრეთი, იტალია, საბერძნეთი, ჩილე და ა.შ. წელს სტუმრის რანგში ფესტივალს კატალონიელი მეღვინეებიც ეწვევიან. ტრადიციული დეგუსტაციების გარდა, ფესტივალი “ღვინის სოფელი” თეატრალური წარმოდგენებითაც იქნება გაფორმებული, 5 ივლისს კი კონცერტს გამართავს ჯგუფი Apocalyptica. ფესტივალზე დასწრება ფასიანია – ერთი დღის ბილეთის საფასური 22-25 ევროს შეადგენს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული