Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩინელის ჩინებული ღვინო

ჩინელი კალათბურთელის - იაო მინის - კალიფორნიულმა ღვინომ ამერიკელი ღვინის კრიტიკოსის რობერტ პარკერის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

ყველასთვის ცნობილია, რომ NBA-ს მოთამაშე იაო მინი უკვე რამდენიმე წელია აქტიურ სპორტს ჩამოშორდა და მეღვინეობას მიჰყო ხელი. “მაღალ მეღვინეს” ძალიან მარტივი ბიზნეს-გეგმა აქვს: კალიფორნიაში შეიძინა მარანი, ყურძენს ადგილობრივი მევენახეებისაგანაც ყიდულობს, ღვინოს ამერიკაში ამზადებს, გასაყიდად კი სამშობლოში, ჩინეთში გააქვს.

კალათბურთელის ახალი საქმიანობა რომ წარმატებული იქნებოდა, თავიდანვე ნათელი იყო. იაო მინი ამერიკაშიც და ჩინეთშიც ყველასათვის საყვარელი სპორტსმენია, ჩინეთი კი მთელს მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ ბაზრად მიიჩნევა. ასე რომ, წარუმატებლობის ერთადერთი მიზეზი შეიძლება მხოლოდ ღვინის მაღალი ფასი ყოფილიყო – მისი ერთი ბოთლი კაბერნე სოვინიონი 450 ევრო ღირს.

თუმცა, ახლა, როცა რობერტ პარკერმა Yao Ming Family Reserve Napa Valley Cabernet Sauvignon 2010 95 ქულით შეაფასა და მას “brilliant” (შესანიშნავი, ბრწყინვალე) უწოდა, ჩინელები აღარც 450 ევროს გადახდაზე დაფიქრდებიან. გარდა ამისა, თავად იაო მინმაც განაცხადა, დიდი სურვილი მაქვს, ჩემი ღვინოები გავაიაფო, რომ საშუალო ფენისთვისაც ხელმისაწვდომი იყოსო. თუმცა ეს ყველაფერი მანამდე მოხდა, ვიდრე ღვინო უპირველესი კრიტიკოსის უმაღლეს შეფასებას დაიმსახურებდა.

 ალბათ ყველასთვის საინტერესოა, რით დაიმსახურა ამ ღვინომ კრიტიკოს პარკერის ასეთი აღფრთოვანება. აი, რას წერ პარკერი ღვინო Yao Ming Family Reserve Napa Valley Cabernet Sauvignon 2010-ის შესახებ: “ღვინოს გამჭვირვალე, მოიისფრო-მოლურჯო ელფერი დაკრავს, გაზაფხულის ყვავილების, წითელი და შავი ხილისა და შებოლილი მუხის ნოტები გასდევს. სავსე და სხეულიანი, შესანიშნავი სტრუქტურისა და ჟღერადობის ღვინო დიდი რუდუნებითაა შექმნილი. ის უნდა გასინჯოთ გახსნისთანავე. თუმცა ეს საოცარი სასმელი 10 და კიდევ უფრო მეტი წლის განმავლობაში უზადოდ შეინარჩუნებს თავის ყველა ღირსებას.”

მართალია, პარკერმა იაო მინის სამი ღვინო დააგემოვნა, მაგრამ მისი განსაკუთრებული მოწონება Yao Ming Family Reserve Napa Valley Cabernet Sauvignon 2010-მა დაიმსახურა. კრიტიკოსმა ისიც დაამატა, რომ ძალიან ხშირად ცნობილი ადამიანები საკუთარი სახელით სარგებლობენ და თავიანთ ღვინოებს თავიანთ სახელებს არქმევენ, რაც მათაც და მათ ნაწარმსაც საოცრად უფერულსა და უღიმღამოს ხდის. თუმცა ამავეს ვერ ვიტყვით იაო მინის ღვინოებზე. “ეს არის საკმაოდ მაღალი კლასის ღვინოები. ორი კაბერნე მართლაც საუცხოოა, Reserve კი სამართლიანად იმსახურებს უმაღლეს ადგილს იმ ღვინოთა გვერდით, რომლებიც ნაპას ველის მარნებშია დაყენებული.” 

© ღვინის კლუბი /Weekend

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული