Home
ქართული | English
ივნისი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ვაზის ჯიშები სოფლებისა და ქალაქების დასახელებებით

გიორგი ბარისაშვილი

  გვინდა მცირედი ცნობები მოგაწოდოთ იმ ქართულ ვაზის ჯიშებზე, რომლებიც ატარებენ ჩვენი ქვეყნის ამა თუ იმ სოფლებისა და ქალაქების სახელებს. ქართულ ვაზის ჯიშთა ჩმონათვალში ასეთები არაერთია. ჩვენი მიზანია, პოპულარიზაცია გავუწიოთ ამ ჯიშებს, რადგან შემდგომად მოხდეს მათი თავ-თავიანთ ადგილებზე დაბრუნება და გამრავლება. მართლაც და რა უნდა იყოს იმაზე კარგი, როდესაც რომელიმე ვაზის ჯიში ატარებს ჩვენივე სოფლისა თუ ქალაქის სახელს? ქართული ვაზის ჯიშები სახელდებულია ასევე რეგიონების სახელებითაც, თუმცა, მათ ამ ჯერზე არ შევეხებით.

ჩვენი ვაზის ჯიშები ამ მხრივ მართლაც მრავალფეროვნებითაა გამორჩეული, რადგან მათი სახელდებები უკავშირდება არა მხოლოდ ადგილებს, არამედ ადამიანის გვარ-სახელებს, ცალკეულ უბნებს, ყურძნის დანიშნულებას, მტევნისა თუ მარცვლის ფორმასა და შეფერილობას, სიმწიფის პერიოდსა და სხვ.

  სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ვაზის ჯიშთა საბოლოო იდენტიფიკაცია ამ ეტაპამდე ვერ მომხდარა, თუმცა ამას არაერთი მიზეზიც აქვს, რომელ თემასაც არ ვეხებით. რიგ შემთხვევებში ესა თუ ის ვაზის ჯიში ზოგიერთ ადგილას ცნობილია სინონიმითაც, რაც მეორე მხრივ უკავშირდება ან არც უკავშირდება სოფელსა თუ ქალაქის სახელს. მაგალითად კორტნულას სინონიმია სეურა. ადგილობრივ მოსახლეობაში ვაზის ჯიში სწორედ სინონიმით, ანუ „სეურას“ სახელითაა ცნობილი. სევა ზემორაჭის სოფელია და ჯიშის სახელიც აქედან უნდა მოდიოდეს. ასევეა, მაგალითად უსახელოურიც, რომლის სინონიმია ოყურეშული; ჭყაპას სინონიმია მუხრანული, მეჯვრისხევის საფერავის სინონიმი - ხომასურიანთ საფერავი და ასე შემდეგ. ამის გამო, როგორც აღინიშნა, ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც ამგვარ სახელებს ატარებენ, ბოლომდე არცაა გამოკვლეული. უკანასკნელ პერიოდში ვაზის გაშენებითა და ოჯახური მეღვინეობით ბევრი ადამიანი ინტერესდება, რაც თავის მხრივ მისასალმებელია. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც, მაგალითად კახეთისა თუ იმერეთის ისეთ სოფლებში, რომელთა სახელებით სახელდებულია უნიკალური ქართული ვაზის ჯიშები მოსახლეობის ნაწილი ინფორმაციის არქონის გამო რქაწითელს, ცოლიკოურსა და სხვა ჯიშებს აშენებენ. მეორე მხრივ ეს ჯიშებიც უნიკალურია თავისი შინაარსით, მაგრამ როდესაც არსებობს ჯიში „იყალთოს წითელი“ ამ სოფლის მოსახლეობა რატომ უნდა აშენებდეს პირველ რიგში სხვა ჯიშებს? ასევეა იმერეთისა თუ დანარჩენი საქართველოს სოფლებსა და ქალაქებშიც. ამჯერად გვინდა შემოგთავაზოთ სწორედ ამგვარი ვაზის ჯიშების დასახელებები და აქვე დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ საქმეს ერთობლივად უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ. ჩვენი ჩამონათვალის წყაროს წარმოადგენს ახლახანს გამოცემული წიგნი „ქართული ვაზის ჯიშები“. ლევან უჯმაჯურიძის, გიორგი კაკაბაძისა და ქალბატონი ლონდა მამასახლისაშვილის ავტორობით. თბილისი, 2018 წ.

ჩამონათვალი ხარვეზებისაგან დაცული არაა, რისთვისაც წინასწარ ვიხდით ბოდიშს.

ანანურა, არგვეთულა საფერე, ასპინძურა შავი, ასურეთული თეთრი, ასურეთული შავი, ატენის საფერავი, აჭანდრის წითელი, ახალციხური თეთრი, ახმეტური შავი, ბაზალეთური, ბათომურა, ბზვანურა, ბორჩალო, გომის თეთრი (იმერეთი), გომის შავი (იმერეთი), გორულა, გორული მწვანე, დიღმურა, ენაგეთის თეთრი, ენაგეთის წითელი, ვაზისუბნის წითელი (იგივე ურიათუბნის წითელი), ვაიოს საფერავი, ვანის ჩხავერი, ვერტყვიჭალის თეთრი, ვერტყვიჭალის შავი, ზაქათალის თეთრი, ზაქათალის შავი, ზენათური, თხმორულა, იყალთოს წითელი, კახის ვარდისფერი, კახის თეთრი, კახის წითელი, კლდის წითელი, მაღლარი თვრინა, მაღრანული, მირზაანული თეთრი, ობჩური შავი, ორბელური, ორხურა, ოძისური, საფარული, საფერავი მეჯვრისხევის, სეურა, სხალთური, უსახელოური, ქაქუთურა, ქისტაურული შავი, ქციის შავი, ღობიეთის წითელი, ჩიტისთვალა ბოდბური, ძელშავი ობჩის, ძელშავი საჩხერის, ძირაგეული შავი, წირქვალის თეთრი, წნორის თეთრი, ხოტეურა.   

მცხეთა, 2019 წ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.