Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ევროპელ მეღვინეებს წელს ყურძენი შემოაკლდებათ

გვალვამ და სეტყვამ ზაფხულში და ყინვიანმა ზამთარმა სამხრეთ ევროპის ვენახები სერიოზულად დააზარალა. ზარალი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ექსპერტების აზრით, წლევანდელი მოსავალი უკანსკნელი 40-50 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი იქნება. მათი პროგნოზებით, ყურძნის მოსავალი საფრანგეთში შარშანდელზე დაახლოებით 20%-ით ნაკლები იქნება, ამასთან, ყველაზე უფრო დაზარალებულ მხარედ შამპანი და ბურგუნდია დასახელდნენ. იტალიაში შარშანდელთან შედარებით 7-პროცენტიანი დანაკლისია მოსალოდნელი, თუმცა აქამდე ყველაზე ცუდად სწორედ შარშანდელი წელი ითვლებოდა.  ევროპაში, სადაც მსოფლიო ღვინის თითქმის 2/3 იწარმოება, მეღვინეობისა და ღვინის გაყიდვების შედეგად მიღებულ შემოსავალს დაახლოებით 2,5 მილიონი ოჯახი იღებს. ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ რეკორდულად დაბალი მოსავლიანობის გამო ღვინის მცირე მეურნეობების არსებობა შეიძლება საფრთხის წინაშე დადგეს. პროგნოზების თანახმად, შამპანური ღვინის წარმოება წელს შეიძლება 40%-ით, ბოჟოლეს 30%-ით, ბორდოს კი - 10%-ით შემცირდეს. ზოგიერთი ვენახი უამინდობამ ისე დააზარალა, რომ ადგილობრივმა მევენახეებმა სულაც უარი თქვეს 2012 წლის ღვინის დაყენებაზე. ღვინის წარმოების მოცულობის შემცირება მთლიანობაში, როგორც ჩანს,  ფასების გაზრდას გამოიწვევს. თუმცა რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს ცვლილება, ჯერ ძნელი სათქმელია. არის კარგი ამბებიც - ექსპერტების აზრით, იქ, სადაც მევენახეებმა ასე თუ ისე მოსავლის აღება შეძლეს, ყურძენი ბევრად უფრო უკეთ დამწიფდა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლევანდელი მოსავლის ღვინო საკმაოდ ხარისხიანი იქნება.

© ღვინის კლუბი/Weekend



ძალიან დამაინტერესა ვენახების განაშენიანების პრინციპმა, სამწუხაროდ ფოტოზე არ ჩანს ვენახის ძირები ერთმანეთზე გადაბმულია თუ არა, ან სარები რა მასალისგანაა.


ძირები ერთმანეთზე გადაბმული რას ნიშნავს?



არასწორად გამოვთქვი გადაბმასთან დაკავშირებით, მხედველობაში მქონდა, ყველა ძირი ცალკ-ცალკეა? ანუ,ჩვენთან ხომ ტოტები ერთმანეთში იხლართება

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული