Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო "ვაზისუბანი"

გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ვაზისუბანი” მდებარეობს მდ. ალაზნის დინების შუა წელში, ჩრდილო განედის 41049' დააღმოსავლეთ გრძედის45043'კოორდინატებზე, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ 5-60 დაქანების ერთ-ერთ შლეიფზე მდებარე სავენახე ფართობზე. დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება ცივ-გომბორის ქედის მაღალი განშტოება, ხოლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან – მუკუზნის ვენახიანი ფართობები. ზღვის დონიდან ფართობის სიმაღლე საშუალოდ 550 მეტრს შეადგენს. იგი მოიცავს სოფლებს: ვაზისუბანი, კალაური, შაშიანი და ვაჩნაძიანი. 

კლიმატი – კლიმატი ზომიერად ნოტიოა – ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცივი ზამთრით, ნალექის ორმაგი მსვლელობით წლის განმავლობაში. მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა აღემატება 2180 საათს, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 1610 საათს აღწევს. მზის პირდაპირი რადიაცია მოსული ჰორიზონტალურ ზედაპირზე წლიურად შეადგენს 70-75 კკალ/სმ2, გაბნეული რადიაცია 50-54 კკალ/ სმ2, მზის ჯამობრივი რადიაცია წლიურად 120-130 კკალ/ სმ2-ს შეადგენს. მზის ნათების არსებული რაოდენობის შეფარდება მის შესაძლო რაოდენობასთან ზაფხულის თვეებში და სექტემბერში საშუალოდ მეტად მაღალია და 68%-ს უდრის.
მოწმენდილი დღეები ყურძნის სიმწიფის პერიოდში (აგვისტო-სექტემბერი), საე­რ­თო და ქვედა იარუსის ღრუბლიანობის მიხედვით _ საშუალოდ 17-18-ს აღწევს.
ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 11,90 უდრის. ყველაზე ცივი თვის იანვრის საშუალო ტემპერატურა +0,50, ყველაზე თბილი თვეების – ივლისი და აგვისტო კი _ ერთმანეთს უახლოვდება და 23,1–22,90 უდრის. ჰაერის ტემპერატურების წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო -100, აბსოლუტური მინიმუმი -230 აღწევს. ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მაქსიმუმების საშუალო 340, აბსოლუტური მაქსიმუმი კი 380 უდრის.  
ჰაერის ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდა ყველაზე მაღალია ზაფხულის თვეებში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) და საშუალოდ 90 და მეტს აღწევს. ეს მაჩვენებელი ყველაზე ნაკლებია (4,8-5,50) ზამთარში.
საშუალო დღეღამური ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა (ვაზის აქტიური ვეგეტაციის დასაწყისი) 8.IV-ს, ხოლო ქვევით დაცემა შემოდგომაზე (30.X) აღინიშნება. 100-ზე მაღალი საშუალო დღეღამური ტემპერატურიანი პერიოდი 204 დღეა. აღნიშნულ პერიოდში გროვდება 37300 აქტიურ ტემპერატურათა ჯამი.
აქტიური სითბოს ჯამი (40000) შესაძლოა 10 წელიწადში მხოლოდ ერთხელ დაგროვდეს (10%). სითბოს ჯამის მიხედვით (38000) კარგი ხარისხის ღვინომასალას 50% წლებში მივიღებთ.  
შემოდგომაზე პირველი წაყინვები საშუალოდ 15.XI-ს იწყება. ასეთი წაყინვები შესაძლოა 10 წელიწადში ერთხელ 20 ოქტომბერსაც აღინიშნოს, თუმცა ამ პერიოდში ყურძნის მოსავალი უკვე აღებულია.
გაზაფხულზე უკანასკნელი წაყინვები საშუალოდ 1.IV-ს წყდება. 10 წელიწადში ერთჯერ საგვიანო წაყინვები შესაძლოა 17 აპრილამდე არ შეწყდეს.
ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 884 მმ-ს, აქედან სავეგეტაციო პერიოდში – 662 მმ-ს უდრის. ნალექები ყველაზე მეტი რაოდენობით (150 მმ) მოდის მაისში და ივნისში (130 მმ). ყურძნის მომწიფების პერიოდში, განსაკუთრებით სექტემბერში, ატმოსფერული ნალექები საკმაოზე მეტია და 75 მმ უდრის.
ჰაერის საშუალო წლიური შეფარდებითი სინოტივე 71%-ს უდრის. სავაგეტაციო პერი­ოდ­ში ეს მაჩვენებელი 68%-ზე მეტი არ არის.
სეტყვიანი დღეების რიცხვი წელიწადში საშუალოდ 2,2-ს უდრის. სეტყვა ყველაზე ხშირად მაისში (0,7 დღე) და ივნისში (0,5 დღე) მოდის. ანომალურად სეტყვიან წლებში, სეტყვიანი დღეების რაოდენობამ შესაძლოა 5-ს მიაღწიოს.
ნიადაგის ზედაპირის საშუალო წლიური ტემპერატურა 140 უდრის. ყველაზე თბილ თვეებში (ივლისი, აგვისტო) ნიადაგის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 280 აღწევს; ყველაზე ცივ თვე-იანვარში კი -10-ია. 
ძირითადად გაბატონებულია დასავლეთის (32%) და სამხრეთ-დასავლეთის (23%) ქარები. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 1,4 მ/წმ უდრის.
აღნიშნული მონაცემების ანალიზიდან გამომდინარე სპეციფიკური ზონა მიეკუთვნება ქარების მავნე ზემოქმედების მე-III ჯგუფის რაიონებს.
 
ნიადაგები – წარმოდგენილია ტყის ყაივისფერი, მდელოს ყავის­ფე­რი და ალუვიური ნიადაგების ნაირსახეობები, რომლებიც ერთმანეთისაგან გან­ს­ხ­ვა­ვ­დებიან პროფილის სისქით, ხირხატიანობის ხარისხით და მექანიკური შედგე­ნილობის მიხედვით. ტყის ყავისფერი ნიადაგები წარმოდგენილია ზედა სარტყელში ცივგომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე, მდელოს­ყავისფერი ნიადაგები კი ამ კალთების ქვედა ზოლში მდინარე ალაზნის მეორე ტერასის მიჯნაზე ქვემო ალაზნის სარწყავი არხის გაყოლებაზეა წარმოდგენილი, ხოლო ალუვიური ნიადაგები მდინარე ალაზნის მეორე ტერასაზე ქვემო ალაზნის სარწყავი არხის ქვემოთ მდინარე ალაზნის პირველ ტერასამდე.
სპეციფიკურ ზონაში გამოყოფილია ტყის ყავისფერი ნიადაგების სამი, მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) ნიადაგების ორი და ალუვიურ-პროლუვიური ნიადაგების ოთხი სახესხვაობა:
1. ტყის ყავისფერი, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, საშუალო და მძიმე თიხნარი;
2. ტყის ყავისფერი, საშუალო სისქის, საშუალოდ ხირხატიანი,  საშუალო და მძიმე თიხნარი;
3. ტყის ყავისფერი, საშუალო სისქის, მცირე ჰუმუსიანი, საშუალოდ ხირხატიანი და სუსტად ქვიანი, მძიმე თიხნარი;
4. მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) დიდი სისქის, თიხიანი;
5. მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხიანი;
6. ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, მძიმე თიხნარი და თიხიანი;
7. ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხნარი;
8. ალუვიური-პროლუვიური, კარბონატული, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხიანი და მძიმე თიხნარი;
9. ალუვიური-პროლუვიური, კარბონატული, დიდი სისქის, ხირხატიანი, მსუბუქი თიხნარი და სილნარი.
ზემოთ დასახელებული ნიადაგების პირველი – სამი სახესხვაობა გავრცელებულია ზედა სარტყელში, ცივგომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე და რელიეფურად სუსტად დაქანებულ ფერდობებზე არიან წარმოდგენილი. ხოლო მეოთხე და მეხუთე სახესხვაობის ნიადაგები აღნიშნული კალთების დაბოლოებაზე ქვედა სარტყელში არიან წარმოდგენილი და სუსტად დახრილი გავაკებული რელიეფის ფორმებზეა გავრცელებული ალაქნის მეორე ტერასის მიჯნაზე. მეექვსე-მეცხრე სახესხვაობის ნიადაგები კი ალაზნის ვაკის მეორე ტერასაზე არიან გავრცელებული, რომელიც ემიჯნება ცივგომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით.
პირველი – სამი სახესხვაობის ნიადაგები, რომელიც ზედა სარტყელშია წარმოდგენილი, ხასიათდებიან საშუალო და ღრმა სისქის პროფილით, სადაც პროფილის სისქე 70-100 სმ-ს ფარგლებშია, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-60 სმ-ის ფარგლებში ცვალებადობს. ხასიათდებიან მძიმე თიხნარი მექანიკური შედგენილობით. პირიველი სახესხვაობის ნიადაგი ხასიათდება სუსტი ხირხატიანობით, ხოლო მეორე და მესამე სახესხვაობის ნიადაგები საშუალოდ ხირხატიანია. პირველი – სამი სახესხვაობის ნიადაგი ქვედა ფენებში ხასიათდებიან მუქი ყავისფერი და ყავისფერი შეფერილობით, ხოლო ქვედა ფენებში მოჩალისფრო-მოთეთრო შეფერილობით. მეოთხე და მეხუთე სახესხვაობის ნიადაგები, რომელიც აღნიშნული კალთების ქვედა სარტყელში არიან წარმოდგენილი, ხასიათდებიან ღრმა სისქის პროფილით (100-150 სმ) 50-60 სმ-ის სისქის აქტიური ჰუმუსიანი ფენით. მექანიკური შედგენილობით ძირითადად თიხოვნებისა და თიხნარების ჯგუფს მიეკუთვნებიან, ხოლო მეცხრე სახესხვაობა მსუბუქი თიხნარი და სილნარია. განსხვავებით მე-7 და მერვე სახესხვაობა სუსტი ხირხატიანობით ხასიათდება, ხოლო მეცხრე სახესხვაობის ნიადაგი საშუალოდ ხირხატიანია.
ყველა ამ ნიადაგში ჰუმუსის შემ­ცვე­ლობა ძირითადად დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება და 0,5-3,0%-ის ფარ­გ­ლებ­შია. დაბალია მეტწილად ჰიდროლიზური აზოტის შემცველობაც და 5 მგ-ს არ აღე­მა­ტე­ბა 100 გ ნიადაგში, ასევე დაბალია ხსნადი ფოსფორისა და გაცვლითი კალიუმის შემ­ცველობაც, გარდა გამონაკლისისა. კალციუმის კარბონატებს ძირითადად საშ­უ­ა­ლო რაოდენობით შეიცავენ და 8-20%-ის ფარგლებშია. გამონაკლისია მესამე სახე­ს­ხვა­ობის ნაიადგი სადაც მისი შემცველობა მაღალია და 42-44%-მდე აღწევს. ნიადაგის ხსნა­რის რეაქცია (პH) ძირითადად საშუალო ტუტეა და პH-ის მაჩვენებელი 7,5-8,0-ის ფარ­გლებშია. შთანთქმული ფუძეების ჯამი (ჩა+Mგ) საშუალო მაჩვენებლით ხასი­ა­თ­დე­ბა და ძირითადად 15-30 მილიექვივალენტის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში გამო­ნაკ­ლი­სისა პირველი და მეორე სახესხვაობის ნიადაგები, სადაც მაღალი მაჩვენებლებით არის წარმოდგენილი და 33-47 მილიექვივალენტს აღწევს 100 გ ნიადაგში.
 
აგროტექნოლოგიური რეგლამენტები
«ვაზისუბნის” დასახელების ღვინის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.
 
ჯიში რქაწითელი
გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 750 მეტრამდე.
დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ.
შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ.
სხვლის ფორმა: თავისუფალი და ქართული ორმხრივი შპალერი.
დატვირთვის ნორმა 12-ზე: 8-10 კვირტი.
მოსავალი: 1 ჰა-ზე 9-10 ტონა.
 
ჯიში კახური მწვანე
გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 750--მდე.
დარგვის სქემა: 2 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ-ზე.
შტამბის სიმაღლე: 80–90 სმ.
სხვლის ფორმა: თავისუფალი, ქართული ორმხრივი შპალერი.
დატვირთვის ნორმა 1 2-ზე 8-10 კვირტი.
მოსავალი 1 ჰა-ზე: _ 6-7 ტონა.
 
ნიადაგის მოვლა-დამუშავება
 ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნა. ტენდამცველი ღონისძიებები _ ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება). სავეგეტაციო მორწყვის დამთავრება რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.
 
განოყიერება
ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული აგრორეგ­ლა­მენ­ტე­ბით.
 
ფიტოსანიტარული რეგლამენტი:
ძირითადი დაავადებები: ჭრაქი, ნაცარი, სიდამპლეები.
მავნებლები: ტკიპა, ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა.
ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.
 
რქაწითელისა და კახური მწვანის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება
 
რქაწითელი _ თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. იგი გამოირჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური თვისებებით. ხასიათდება სხვადასხვა პირობებისადმი გამძლეობით და პროდუქციის მაღალი ღირსებით. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა, უხვმოსავლიანი (მტევნის საშუალო წონა 160-250 გ-მდე). საშულო მოსავალი ჰექტარზე 9-10 ტონა.
მწიფე ყურძენში შაქრიანობა 220-240 გ/დმ3 აღწევს, 5-6 გ/დმ3 მჟავიანობის შენარჩუნებით.
 
კახური მწვანე _ ქართული, თეთრყურძნიანიმაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ვაზის საღვინე ჯიშია.
ყურძენი სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის.
მტევანი საშუალო სიდიდისაა და მისი საშუალო წონა 160-175 გ აღწევს. სიმწიფეში მარცვალი იღებს მწვანე-მოყვითალო შეფერვას, ხასიათდება მეტად სასიამოვნო ჯიშური არომატით. სიმწიფეში შაქრიანობა 200-220 გ/დმ3 აღწევს 6-7 გ/დმ3 მჟავიანობით.
მაღალხარისხოვანი ღვინოების მისაღებად საშუალო საჰექტარო მოსავალი 7-8 ტონის ფარგელბშია.
 
ღვინო "ვაზისუბანი” _ ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის მშრალი თეთრი ღვინოა. იგი მზადდება რქაწითელისა (85%) და კახური მწვანეს (15%) ყურძნისაგან, ტკბილის სრული დადუღებით.
ღვინო "ვაზისუბანი” ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით,  ჰარმონიული გემოთი,  ხალისიანი, განვითარებული ბუკეტით, ყვავილების ტონებით.
ღვინო "ვაზისუბანი” ქიმიური მონაცემებით უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
      მოცულობითი სპირტშემცველობა, % - 10,5-12,5
      შაქრების მასიური კონცენტრაცია - არა უმეტეს 4 გ/დმ3
      ტიტრული მჟავიანობა – 5,5 – 7,5 გ/დმ3
      აქროლადი მჟავიანობა – არა უმეტეს 1,0 გ/დმ3
დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 16 გ/დმ3
დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹ 1493/1999 წ დადგენილებას.
 
სპეციფიკური ზონის ფართობი
 "ვაზისუბნის” სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 62 კმ2.
ზომიერი ნოტიო კლიმატი, ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები, რქაწითელისა და კახური მწვანის გემური მაჩვენებლები და ღვინის დაყენების ტექნოლოგია განსაზღვრავს ღვინო "ვაზისუბნის” ჰარმონიულობასა და ხალისიანობას.
 
© “საქპატენტი”

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული