Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობა მარიენფელდი - მცირე მარნების ანთოლოგია (96)

- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

- ჩვენი მარანი სოფელ სართიჭალაში მარიენფელდის ქუჩაზე 1870 წელს გერმანლების მიერ აშენებულ სახლში მდებარეობს მისი მეპატრონე ჩემი მეგობარი და პარტნიორი დიმიტრი კაჭარავაა. მარანს რომელსაც მარიენფელდი სწორედ ქუჩის გამო დავარქვით აქვს უნიკალური 5-6 მეტრი სიღრმის მიწის ქვეშა ღვინის საცავი. მასში სტაბილურად არის შენარჩუნებული ტემპერატურა (14-15 გრადუსი),რაც ბოთლში ჩამოსხმული ღვინის შენახვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.თავად მარანში 10 ტონის სხვადასხვა მოცულობის ქვევრებია განთავსებული. დამეთანხმებით ,რომ მეღვინეობა და ვაზთან ურთიერთობა ქართველი კაცისათვის გენეტიკურად დამახასიათებელია და არც მე ვარ გამონაკლისი.ჩემი წინაპრებისათვის ეს საქმე ოჯახური ტრადიცია იყო და მეც გამიჩნდა სურვილი მამა-პაპისეულ საქმეს მოვკიდებოდი. პირველად დამოუკიდებლად 2010 წელს თბილისში, ჩემს სადაფში დავწურე რქაწითელის ჯიშის ყურძენი ,დადგა შესანიშნავი ღვინო რომელმაც მეგობრების წრეში დიდი მოწონება დაიმსახურა.ეს ერთგვარი სტიმული იყო რომ კიდევ მეცადა და ნელ ნელა ცოდნა და გამოცდილება დამეგროვებინა. რაც შეეხება უკვე სხვა დონის ჩართულობას მეღვინეობაში ჩემი ძმის ილია კახოიძის ფაქტორმა განაპირობა.ილია წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის პროფესიით მეღვინეა, 2014 წლიდან ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეწევა და ღვინის ექსპორტიორია საფრანგეთში,სწორედ მისი რჩევით 2019 წელს გადავწყვიტეთ თავკვერისა და შავკაპიტოს დაწურვა ქვვრში ტრადიციული მეთოდით. ერთგვარი რისკი იყო მაგრამ გაამართლა და 3500 მდე ბოთლი მთლიანად გაუშვით ექსპორტზე საფრანგეთსა და ჰოლნდიაში. ასე დაიწყო ჩემი მეღვინეობა.დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ცოდნის გაღმავებასაც შეუდექი, სხვადასხვა დროს გავიარე ანა გოდაბრელიძის სომელიესა და მევენახეობა მეღვინეობის ‘’ვინემოს’’ კურსები, პარალელურად ვხვდებოდი გამოცდილ მეღვინეებს და მათგან საჭირო კონსულტაციებს ვიღებდი როგორც ღვინის წარმოების,ასევე ვაზის გაშენებისა და მოვლის სფეროში.
-  ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

- 2018 წლიდან ჩემს სოფელში ,ახმეტის რაიონ  სოფელ ქვემო ალვანში მამაპაპისეულ მიწის ნაკვეთებში გავაშენე ბუდეშური საფერავი, სიმონასეული, ახმეტის წითელი და 2021 წელს ხიხვი. ვენახს მხოლოდ ბიო პრეპარატებითა და ბორდო გოგირდით ვუვლი, მაქსიმალურად ვცდილობ ბიოლოგიურად სუფთა ყურძენი მივიღო.შარშან 2022 ში პირველი რთველიც გვქონდა და ქვევრში ტრადიციული მეთოდით გავაკეთე კუპაჟი სიმონასეულის (50%),ბუდეშური საფერავი(25%) და ახმეტის წითელის(25%) რომელიც ძალიან საინტერესო ღვინო დგება.


- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ჩვენ ვაწარმოებთ ტრადიციული მეთოდით ქვევრში დავარგებულ ღვინოებს, როორც ავღნიშნე ,2019 წელს გავრისკეთ და დავაყენეთ თავკვერი და შავკაპიტო. ჩვენმა შრომამ გაამართლა და 2020 წელს ისევ დავაყენეთ თავკვერი და შავკაპიტო. ასევე დავაყენეთ ბუდეშური საფერავი. აქედან ნაწილი გავიტანეთ ექსორტზე საფრანგეთში ,ნაწილით კი 2022 წლიდან დავიწყეთ შემოსვლა ადგილობრივ ბაზარზე.
მართლაც უნიკალური და კარგი ღვინოები გამოვიდა. ‘’თავკვერი’’ და ,, შავკაპიტო’’ გამოირჩევა დამახასიათებელი მაღალმჟავიანობით და წითელი კეკნკრის , ბროწეულის არომატებით და იასამანის სურნელით. ,,შავკაპიტო’’ უფრო სხეულიანი და ტანინიანია, ,, თავკვერი’’ უფრო თხელი და არომატული, ხოლო ბუდეშური საფერავი შავი კენკრის, ქლიავისა და მწიფე ალუბლის არომატებით ხანგრძლივი დაბოლოვებით.2021 წლის საფერავის საერთაშორისო კონკურსში ვერცხლის მედალი დაიმსახურა.რა თქმა უნად ეს ძალიან დიდი სიხარული იყო ჩვენთვის. 2021-2022 წელს დავწურეთ ბუდეშური საფერავი რომელიც ქვევრებში ვარგდება და ბუნებრივად ნახევრად მშრალი ,საინტერესო და ვფიქრობ შესანიშნავი  ღვინო დგება. 2022 ში დავწურეთ ბაბანეური მაღრანის ბიო  ქისი რომელიც 7 თვე იყო დურდოზე და ეხლა განაგრძობს ქვევრში დავარგებას და ძალიან საინტერესო ღვინო დგება.

- რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?
- მოგეხსენებათ რომ ჩვენი საქმე შრომას და პასუხისმგებლობას და მუდმივ ზრუნვას მოითხოვს. რთველიდა ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე ბევრი გზა უნდა გაიარო რათა სასურველი შედეგი მიიღო.ეს კი სიყვარულის გარეშე წარმოუდგენელია.ეს ის საქმეა ,რომელიც დიდ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს.თითქოს ცოცხალ ორგანიზმს ეხები და არა მხოლოდ შენი ენერგია გადადის მასში, არამედ პირიქითაც გავსებს.განსაკუთრებით დიდ სიამოვნებას ქვევრში ყურძნის დაწურვის პროცესი მანიჭებს, როდესაც ახალი ყურძნის ნაჟური ბინავდება ჩვენი მარნის ქვევრებში.ყველა გზა თავიდან უნდა გაიარო და ყოველ ჯერზე ახალი და სასიამოვნო მოლოდინი გიჩნდება.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა

- საქართველოში ღვინის გაყიდვის ჩვენი პირველი გამოცდილება პანდემიის პერიოდს უკავშირდება, ბუნებრივია რომ სირთულეებს წავაწყდით ,მდგომარეობა ახლა ნელნელა გამოსწორდა.ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს რამდენიმე ღვინის მაღაზიასთან, მათ შორის  ,,მეიდან პლიუსი’’, ,,ქარვასლა’’,  ღვინის კოშკი , ნინო მერის მაღაზია, ვაინ ფოინტი, ღვინის ბირჟა, ღვინის ბიბლიოთეკა, სასმური, რესტორანი ,,ბარბარესთან’’. ამ ეტაპისთვის ახალ მაღაზიებთანაც გვაქვს შეხვედრები დეგუსტაციები და იმედია უფრო მეტი მაღაზია დაინტერესდება ჩვენი ღვინით.

- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?
დიახ გადის, უცხოურ ბაზარზე ღვინის გაყიდვის ჩვენი პირველი გამოცდილება საფრანგეთიდან დაიწყო და შემდეგ ჰოლანდიაშიც მოხვდა ჩვენი ღვინო.
სასიამოვნოა ის ფაქტი რომ ჩვენი ღვინო მოხვდა ისეთ პრესტიჟულ რესტორნებსა და სასტუმროებში როგორიცაა მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების ქსელი ,, მირაზური’’ სასტუმრო ,,კარლტონი’’
- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
რაც შეეხება მევენახეობაში ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის დამხმარე მუშა ხელის დეფიციტი, უნდა დაიხვეწოს მიდგომა რომ აქცენტი გაკეთდეს არა რაოდენობაზე არამედ ხარისხზე , ხარისხიანი ღვინის მისაღებად ცოდნის მიღება.   


- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

- ხარისხიანი ღვინის მიღება იწყება ვენახიდან, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი უნდა მივაყენოთ ნიადაგს და ვენახს ,უნდა შეიწამლოს მხოლოდ ბიო და კონტაქტური პრეპარატებით და ორიენტირი უნდა ავიღოთ არა რაოდენობაზე არამედ ხარისხზე,რაც უფრო ნაკლებად დავტვირთავთ ვაზს მით უფრო ხარისხიან ყურძენს მივიღებთ ,ხარისხიანი ყურძნისგან კი მაღალ ხარისხიან ღვინოს მივიღებთ. რაც იქნება ჩვენი გასაღები რომ რაც შეიძლება ბევრი ქვეყნის ბაზარზე მოვხდეთ.

- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
პირველ რიგში ცოდნის გაღმავება და ზემოთ მოყვანილი ყველა ფაქტორი.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- პირველ რიგში მიიღონ ცოდნა , გააშენონ ვენახები თუ არ ექნებათ ამის საშვალება, წინასწარ შეარჩიონ მევენახე (ვენახი) და მაქსიმალურად აკონტროლონ, რომ ხარისხიანი ყურძენი შეიძინონ. სიყვარულით და თავდაუზოგავი შრომით აკეთონ თავისი საქმე და შედეგიც აუცილებლად იქნება.

მეღვინეობა ,,მარიენფელდი’’

თემურ კახოიძე , დიმიტრი კაჭარავა
მარნის მისამართი:გარდაბნის რ-ნი სოფელი სართიჭალა მარიენფელდის ქუჩა
ტელეფონი:595119262 თემური. 597297007 დიმა
ელფოსტა:temuri.kakhoidze@gmail.com
ვებ/ფეისბუკ გვერდი: F: Marienfeld Winery

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.