Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვაზის ჭრაქი და მასთან ბრძოლა

მალხაზ ქაჯაია

ვაზის ჭრაქი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და საშიში დაავადებაა. მისი სამშობლოა ამერიკა, იგი 1834 წელს იქნა აღმოჩენილი. რუსეთში პირველად 1880-85 წელს გაჩნდა. საქართველოში კი, შავი ზღვის სანაპიროზე, 1881 წლიდან იყო ცნობილი.

ჭრაქის ანუ მილდიუს გამომწვევი სოკოა Plasmopara viticola (ოომიცეტების კლასიდან). ის აზიანებს ვაზის ყველა ვეგეტატიურ და რეპროდუქციულ ორგანოს, ფესვის გამოკლებით. ყველაზე მკვეთრი ნიშნები ფოთლებზე და მტევნებზე ვლინდება. ვაზის ფოთლებზე პირველად მოყვითალო, ოდნავ კრიალა ლაქები ჩნდება. ლაქის ორივე ზედაპირი დასაწყისში სუფთაა, 2-3 დღის შემდეგ კი ლაქის არე მთლიანად ხმება, ყავისფერდება, ქვედა მხარე კი თეთრი ფიფქით იფარება. ეს ფიფქი ვაზის ჭრაქის გამომწვევი სოკოს გამრავლების ორგანოებია - დატოტვილი კონიდიადმტარები მისი ტოტების წვერზე განვითარებული კონიდიოსსპორებით მათ ზოოსპორანგინმსაც უწოდებენ. ჭრაქი ძალიან სახიფათოა, როდესაც იგი ვაზის ყვავილობის დროს თვით ყვავილედზე ჩნდება. ყვავილედი ნაზი ქსოვილისაგან შედგება და ადვილად ავადდება. დაავადებისას ჯერ მთლიანად იფარება თეთრი ფიფქით, შემდეგ კი ყვავილები ხმება და ცვივა.

განვითარებული ნაყოფი ავადდება როგორც ისრიმობის, ისე სიმწიფის დროს. ორივე შემთხვევაში ავადმყოფობა იწყება ყუნწიდან: ისრიმის ფაზაში მარცვალი ჯერ მუქდება, მერე კი ჭკნება. მწიფე ნაყოფი კი ლპება და ცვივა. მცენარის დაავადებისთვის მნიშვნელობა აქვს ვაზის განვითარების ფენოლოგიურ ფაზებს: ახალგაზრდა პატარა ფოთლებს ჭრაქი ვერ აავადებს, ვინაიდან ფოთლებზე ბაგეები ჯერ კიდევ არაა გაფორმებული. სამაგიეროდ, ადვილად ავადდება საშუალო ხნოვანობის ფოთოლი. ხნიერი ფოთლებიც, თავისი "ასაკის" წყალობით, მეტადაა დაცული. ვაზისათვის ყველაზე კრიტიკულად პერიოდია თანაყვავილედის სრული განვითარებიდან - ისრიმობამდე. ჭრაქის განვითარებისათვის ხელსაყრელი ტემპერატურული ინტერვალი მერყეობს +11-33 C, ხოლო ოპტიმალურია +22-25 C და ტენიანობა 80-100%. ოპტიმალურ პირობებში საინკუბაციო პერიოდი - დრო ინფიცირებიდან სოკოს ნაყოფიანობის მოცემამდე - 4 დღეა.

ხშირი წვიმებისა და ოპტიმალური ტემპერატურის პირობებში, ჭრაქს შეუძლია ვაზის ვეგეტაციის განმავლოვაში, სულ ცოტა, 15 თაობა მოგვცეს და მთლიანად გაანადგუროს მოსავალი. ბრძოლა ვაზის ჭრაქის წინააღმდეგ: აგროტექნიკური ხასიათის ღონისძიებებიდან გასათვალისწინებელია: ვენახისათვის განკუთვნილი ნაკვეთი თავიდანვე სათანადოდ უნდა შეირჩეს - არ უნდა იყოს გეოგრაფიულად დაბლობი, დაჭაობებული, მაღალი ტენიანობის მიწა.

ვაზს საგულდაგულო მოვლა სჭირდება. დაცული უნდა იყოს ყველა პირობა: რიგთა შორისი მან- ძილი, ვაზის დროული გაფურჩქვნა, მავთულზე მიბმა, ნიადაგის აგროვადებში დამუშავება და სხვა, რაც, მთლიანობაში, ვენახში აერაციას აადვილებს. ქიმიური ღონისძიებებიდან გასათვალისწინებელია:

I წამლობა - როცა ვაზის ყლორტის სიგრძე 15 სმ-ს მიაღწევს, მას ამუშავებენ ბორდოს ნარევით - იტალიური ფუნგიციდის /შაბიამანი ქარხნულად განეიტრალებული კირით/ 1%-იანი სამუშაო ხსნარით (700 ლიტრ წყალზე 7 კგ პრეპარატი);

II წამლობა - მე-8 დღეს კონტაქტური ფუნგიციდი ნეორამით 2,5 კგ ჰექტარზე;

III წამლობა - მე-8 დღეს სისტემური ფუნგიციდი ფანტიკი 2,5 კგ ჰექტარზე;

IV წამლობა - მე-12 დღეს წინა წამლობიდან სისტემური ფუნგიციდი რიდონეტი 2,5 კგ ჰექტარზე;

V წამლობა - მე-12 დღეს სისტემური ფუნგიციდი ვიქტორი 2,5 კგ ჰექტარზე;

VI წამლობა - მე-12 დღეს მეზოსისტემური პრეპარატი ავანგარდი 2,5 კგ ჰექტარზე;

VII წამლობა - მე-7 დღეს 1%-იანი ბორდოს ნარევი 7კგ ჰექტარზე;

VIII წამლობა - ნეორამი 2,5 კგ ჰექტარზე; ქვეყნის საერთო და ადგილობრივი ბუნებრივკლიმატური პირობების გათვალისწინებით შეიძლება აღნიშნული კონტაქტური პრეპარატებით წამლობა, 7-8 დღიანი ინტერვალებით, კიდევ გაგრ- ძელდეს. თუმცა, ხელსაყრელ გარემო პირობებში შეიძლება წამლობა საკმარისიც აღმოჩნდეს. ასეთ დროს უმჯობესია და, ზოგჯერ, აუცილებელიც, პროფესიონალებს მიმართოთ რჩევისათვის, რათა დაზღვეულები იყოთ და შეძლოთ მაღალხარისხოვანი პროდუქციის მიღება. “ქვევრი”

© ქვევრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული