Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვახო იდოიძე, ბაბანეურის მარანი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (38)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

ჩვენ ღვინის დაყენების გამოცდილება გვქონდა, რადგან ჩვენი მამა-პაპა ყოველთვის აყენებდა ღვინოს. მარნის დაარსება გადავწყვიტეთ 2004 წელს, რათა უფრო მაღალ დონეზე აგვეყვანა ჩვენი საქმე.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

–  გაშენებული გვაქვს რქაწითელი, მწვანე, ქისი და საფერავი.  სოფელი ბაბანეური არის ქისის წარმოშობის ადგილი და ამიტომ ვცდილობთ ქისს უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ შემდგომში და ტერიტორია გავაფართოვოთ.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ღვინოებს ვაწარმოებთ ჯიშების შესაბამისად - რქაწითელი, მწვანე, ქისი და საფერავი. ჩვენი ვენახების ადგილმდებარეობა იდეალურია საუკეთესო ხარისხის ყურძნის მისაღებად. ვთვლით, რომ გვაქვს მაღალი ხარისხის ნატურალური ღვინოები, როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბიო ღვინოები.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

ჩვენი ღვინოები ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა და წარმატებით იყიდება როგორც ბოთლის, ასევე ჩამოსასხმელი სახით.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ჩვენი ღვინოების მცირე ნაწილი იყიდება საფრანგეთში და ნიდერლანდებში.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

პატარა მარნებს სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება უფასოდ მიიღონ გამოფენებზე მონაწილეობა, ჩვენს ქვეყანაში თუ საზღვრებს გარეთ და არ უნდა ისარგებლონ მხოლოდ პრივილეგირებულმა კომპანიებმა.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

სახელმწიფომ პირველ რიგში ყველაფერი უნდა გააკეთოს ფალსიფიცირებული ღვინოების ასაკრძალად. ძალიან ბევრ ადგილას ხდება ტოტალური ფალსიფიცირება. თუ სახელმწიფო აღრიცხავს იურიდიული პირების მიერ დამზადებული ყურძენის რაოდენობას, ასევე უნდა ხდებოდეს იმ ფიზიკური პირების კონტროლი, რომლებიც არალეგალურად ამზადებენ ფალსიფიცირებულ ღვინოს და ყიდიან. ჩამოსასხმელი ღვინოების თითქმის 99% მათ უკავიათ.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

დამწყებ მევენახე-მეღვინეებს ვურჩევდი, სანამ დაიწყებენ საქმიანობას, ყველა საკითხზე გაიარონ კონსულტაციები პროფესიონალ მევენახე-მეღვინეებთან და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყონ ვენახის გაშენება და ღვინის დაყენება. რაც მთავარია უნდა გიყვარდეს ეს საქმე, რადგან ძალიან დიდ ნებისყოფას და შრომას მოითხოვს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მარნის დასახელება: ბაბანეურის მარანი

მარნის მისამართი: ახმეტა, სოფ. ბაბანეური

ტელეფონი: +995 551 43 35 51

ელფოსტა: vidoidze@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: ბაბანეურის მარანი  •  Babaneuris Marani

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.