Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტრენინგი – ღვინით მომსახურების ძირითადი წესები – ალექს ბადუაშვილი

30 ივნისს და 1 ივლისს „ღვინის კლუბი“ გააგრძელებს ტრენინგების ციკლს. სომელიე ალექს ბადუაშვილი გაუძღვება ტრენინგს – ღვინით მომსახურების ძირითადი წესები.

• ტრენინგზე ვისაუბრებთ ღვინით მომსახურებისა და მასპინძლობის ძირითად პრინციპებზე: მისალმება და მიპატიჟება, პროდუქტების და სერვისების სრულფასოვანი ცოდნა, ღვინის სერვისი, ღვინის შენახვის სტანდარტები და ტემპერატურა, ღვინის ბარათი, ღვინის ეტიკეტი, შეთავაზება, ღვინის პრეზენტაცია, ბოთლის გახსნა, დასხმა, საცობი, ჭიქები და სხვ. მრავალი თემა.

• ტრენინგზე პრაქტიკულად გავივლით ღვინით მომსახურების ყველა ეტაპს.

• ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი დღე, 11:00–16:00 საათები.

• ტრენინგის ღირებულება: ერთ მსმენელზე შეადგენს 70 ლარს.

• “ღვინის კლუბის” წევრებისთვის, რომელთაც არ ერიცხებათ საწევრო დავალიანება, გათვალისწინებულია 20%–იანი ფასდაკლება.

• კურსის ღირებულებაში შედის: კურსის სახელმძღვანელო ღვინით მომსახურების ძირითადი წესები, ავტორი ალექს ბადუაშვილი), ტესტები, სერტიფიკატი, კურსისთვის საჭირო აქსესუარები, მცირე სადილი (2 დღე).

• სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ტრენინგის ბოლოს წარმატებით ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

• თითოეული ტრენინგი ჩატარდება მას შემდეგ, რაც კურსზე დარეგისტრირებული მსმენელების რაოდენობა მიაღწევს 20-ს.

• რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88.

• ჯგუფის დაკომპლექტების ბოლო ვადაა 28 ივნისი.

გთხოვთ თანხა გადმორიცხოთ ანგარიშზე:

ააიპ "ღვინის კლუბი"
ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში:GE66TB1144536080100002

თანხა უნდა ჩაირიცხოს არაუგვიანეს 28 ივნისისა.

@ საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული