Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო Foodex Japan 2024-ზე მონაწილეობს

Foodex Japan ღვინისა და კულინარიის საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში ტარდება. ოთხი დღის განმავლობაში, 5-დან 8 მარტამდე გამოფენა მსოფლიოს ყველა მხრიდან გამორჩეულ მეღვინეობებსა და ღვინის პროფესიონალებსაც უმასპინძლებს. გამოფენაზე სხვა ქვეყნებს შორის საქართველოც და ქართული ღვინის კომპანიებიც იღებენ მონაწილეობას.

Foodex Japan, როგორც მათ გვერდზე ვკითხულობთ, ცდილობდა კვების ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სოციალური პასუხების ამოხსნას, თუმცა ახლა მთავარი საკითხი მუშახელის დეფიციტის შემცირება და პროდუქტიულობის გაზრდაა, ასევე სამაცივრე ტექნოლოგიების მაქსიმალურად გამოყენება. ამის მიზანი კი ისაა, რომ ხელი შეეწყოს მუშახელის დაზოგვასა და საკვების შედარებით ნაკლებად დაკარგვას. გარდა ამისა, საკვების სწრაფად მიწოდება და ალტერნატიული მასალების შემუშავება ბუნებრივი გარემოს შესარჩუნებლად მათი ერთ-ერთი მისიაა: “Foodex Japan კვების ინდუსტრიაში სხვადასხვა გამოწვევებისა და პრობლემების მოგვარებაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს, ასევე ხელს შეუწყობს კომპანიების პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას" - ვკითხულობთ გვერდზე.

FOODEX JAPAN 2023-მა უმასპინძლა 2500-ზე მეტ სხვადასხვა პროდუქტის მწარმოებელს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, იქ გაჟღერდა ახალი ბიზნეს შესაძლებლობები და გლობალური გამოწვევებისთვის  სამომავლო მოგვარების გზები.

წელს მონაწილეობას საქართველოდან 16 ღვინის კომპანია იღებს. როგორც ღვინის მწარმოებლები აღნიშნავენ,  გამოფენაში Foodex Japan 2024 მონაწილეობა ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების და ექსპორტის გაზრდის, ასევე ქართული ღვინის იაპონელი საზოგადოებისთვის გაცნობის  და ზოგადად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის საშუალებას იძლევა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტის დინამიკა მზარდია. 2024 წლის იანვარ-თებერვლის  მონაცემებით, საქართველოდან იაპონიაში  28 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 549 %-ით მეტია 2023  წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ეს არის ჩამონათვალი იმ ღვინის კომპანიებისა, რომლებიც მონაწილეობენ გამოფენაში.

"მეღვინეობა ბესინი"

"მეღვინეობა ბინეხი"

"ბოლერო და კომპანია"

"შატო ბუერა"

"გიუაანი"

"დუგლაძის ღვინის კომპანია"

"ტერა ქისი"

"მტევინო"

"ქიმერიონი"

"თბილღვინო"

"თელიანი ველი"

"თიკო ისთეითი"

"TSV ისთეითი"

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.