Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რჩეული ქარვისფერი ღვინოები Vinepair-ზე

ქარვისფერი ღვინის შესახებ ამჯერა Vinepair წერს: “მისი სამშობლო საქართველოა, სადაც მას ქარვისფერ ღვინოდ უწოდებენ, იტალიაში კი მას Ramato ჰქვია. ამერიკაში ამ ღვინოებს "orange wine" (ნარინჯისფერი ღვინო) ეძახიან და რაც არ უნდა იყოს, ღვინის ეს კატეგორია დღითი დღე უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს.  როგორადაც არ უნდა მოიხსენიოთ ეს ღვინოები, ისინი მზადდება თეთრი ყურძნის კანზე დამკავებით, რაც ღვინოს სხვადასხვა ფერით ანიჭებს, მათ შორის, სალმონისფერი, სპილენძისფერი და ნარინჯისფერი.

სტატიაში წერენ, რომ ღვინის დაყენების ეს მეთოდი ღვინოს უნიკალურ ფერსა და გემოს ანიჭებს. “ჭაჭაზე დავარგების ხანგრძლივობის მიხედვით, ასეთი ღვინოები ფართო დიაპაზონს სთავაზობს მომხმარებელს. ზოგჯერ წითელ ღვინოს ჰგავს ღვინო და მტკიცე ტანინები აქვს, შეიძლება იყოს ძლიერი, კომპლექსური ან მსუბუქი და სასიამოვნოდ დასალევი.”

ამ კატეგორიამ ბოლო წლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა, და ქარვისფერი ღვინოები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ჩნდება. სლოვენიიდან და საქართველოდან ვილამეტ ველისა და ავსტრალიის ჩათვლით, ეს 2024 წლის 25 საუკეთესო ქარვისფერი ღვინოა, რომელთა შორის, უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ 1 ქართულ ქარვისფერ ღვინოს შევხვდით, რაც, გასაკვირიც კია.

Klet Brda Krasno White Wine With Maceration 2022

ეს სლოვენიური ღვინო დამზადებულია სლოვენიის ადგილობრივი ჯიშებისგან და კანთან კონტაქტში ერთი წლის განმავლობაში იყო. აქვს აჰავის, ჯინჯერის და მსხლის სურნელი, დაბალანსებული და გამაგრილებელი გემო.

საშუალო ფასი: $18, რეიტინგი: 92

Breaking Bread Winery Marmalade 2023

ეს ღვინო კალიფორნიაში, სონომას რეგიონშია დაყენებული. აქვს, ნათელი გრეიფრუტის და ფორთოხლის კანის სურნელი. კარგი მჟავიანობა და სასიამოვნო დაბოლოება აქვს.

საშუალო ფასი: $20, რეიტინგი: 92

Kobal Sivi Pinot 2023

სლოვენიის Haloze Hills-დან, ეს ღვინო ცნობილი გახდა თავისი გემოვნური სიუხვით. დამზადებულია პინო გრიჯიოს ჯიშით, სურნელში იგრძნობთ საზამთროს და თეთრი წიწაკის არომატებს, გემოზე გუავას ნოტებს.

საშუალო ფასი: $20, რეიტინგი: 93

Slavček Sivi Pinot 2022

ეს სლოვენიური ღვინო ვიპავას ხეობიდან არის, დაწურულია ასევე პინო გრიჯიოსგან. აქვს ატმის, ცვილის და თაფლის არომატი. დაბალანსებული გემო და შესანიშნავი ტექსტურა.

საშუალო ფასი: $20, რეიტინგი: 90

Dorcha Oranžna 2022

სლოვენიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონშია დაწურული, ეს ღვინო დამზადებულია Gelber Muskateller და Traminer ჯიშებისგან. აქვს ცვილის და ყვავილების სურნელი, გემოზე ტანინიანი და მჟავეა.

საშუალო ფასი: $23, რეიტინგი: 90

Schuchmann ‘Vinoterra’ Kisi 2020

ეს ერთადერთი ქართული ქარვისფერი ღვინოა, რომელიც შეგვხვდა სტატიაში: “ამ ღვინოში უძველესი ტექნოლოგიის ნოტებს და გემოებს აღმოაჩენთ. არის დაბალანსებული, სასიამოვნო გემოსა და არომატების მქონე, საშუალო და მსუბუქი ტანინების მქონე .

საშუალო ფასი: $23, რეიტინგი: 93

სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ vinepair-ის გვერდზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული