Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრის ღვინო ლონდონში RAW WINE 2019-ზე

10-11 მარტს ლონდონში  ბუნებრივი ღვინოების  საერთაშორისო გამოფენა RAW WINE გაიმართა, რომელშიც საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელმა მარნებმა მონაწილეობა მიიღეს.

გამოფენას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლევანდელ გამოფენაში წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი კომპანიები: „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „ნათენაძის ღვინის მარანი“, „შატო ხაშმი“, „მეღვინეობა ველინო“, „ნიკალას საოჯახო მარანი“, „ახმეტის ღვინის სახლი“, „მეღვინეობა ანაპეა“, „ალექსანდრეს ღვინის მარანი“, „ბაიას ღვინო“ და „მეღვინეობა ართანა“.

გამოფენის ფარგლებში მოეწყო ქართული სამზარეულოს კუთხეც. ღვინის ეროვნული სააგენტოს და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ბრიტანელ იმპორტიორებთან.

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ქვევრის ღვინო, გაეცნონ  მისი  დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას. ბრიტანეთის ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ  არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანა.

საქართველო RAW WINE-ში (The Artisan Wine Fair) 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც  პოტენციური იმპორტიორების მოძიების, ქვევრის ღვინის წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა. ქართველი მეღვინეების განცხადებით, გასულ წლებში აღნიშნულმა გამოფენამ მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული