Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო კოპენჰაგენში Raw Wine-ზე

Raw Wine ნატურალური ღვინის გამოფენაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში იმართება ხოლმე. იქ შეხვდებით სხვადასხვა ღვინის მწარმოებლებს, მოყვარულებს, ექსპერტებსა და ენთუზიასტებს. ქართული ღვინო უკვე დიდი ხანია Raw Wine-ის ნაწილია. წელს დანიაში 180-მდე მწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის კი 14 ქართული მეღვინეობაა. 

ქართველ მეღვინეებზე საუბრისას იზაბელ ლეჟერონმა, ღვინის ექსპერტმა და ღონისძიების კურატორმა აღნიშნა, რომ დროთა განმავლობაში ქართული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა: “ქართველი მეღვინეები თავიანთ საქმეში ძალიან დახელოვნებულნი არიან, მათი რეპუტაცია მუდმივად იზრდება. სიამოვნებით უამბობენ ყველას თავიანთ ისტორიას და ამით ძალიან ამაყობენ. ღვინოები უმეტესად ძალიან ხარისხიანია, გამორჩეული და ისტორიით მდიდარი. ქვევრი მართლაც საოცარი ჭურჭელია და განსაკუთრებით მომხიბვლელია,რომ საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა, წარმოუდგენლად მრავალფეროვანია სხვადასხვა ღვინის სახეობით, კლიმატითა და ვენახებით.” - აღნიშნავს ექსპერტი. 

2023 წელს Raw Wine-ზე კოპენჰაგენში საქართველოს გარდა მონაწილეობა მიიღო გერმანიამ, ჩილემ, დიდმა ბრიტანეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და სხვა ღვინის მწარმოებელმა ქვეყნებმა. როგორც ქართველი მეღვინეები აღნიშნავენ, დროთა განმავლობაში სკანდინავიაში, განსაკუთრებით კი დანიაში ქართული ღვინის მიმართ წარმოდგენა და ცნობიერება ბევრად შეიცვალა: “დანია ნატურალურ ღვინისთვის  ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ბაზარია. 2018 წელთან შედარებით ბევრად უფრო მეტმა იცის ქართული ღვინის შესახებ, ცნობადობა ბევრად მაღალია. ღვინის პროფესონალების გარდა მოყვარულებმაც იციან ჩვენს შესახებ. იქ რამდენიმე ადამიანსაც შევხვდით, მათ შორის ბელგიიდან და შვედეთიდანაც, რომლებიც ძალიან არიან დაინტერესებული ქართული ღვინით. განსაკუთრებით ქარვისფერი ღვინო მოსწონთ, წითელი და თეთრი ღვინო მათთვის განსაკუთრებული არ არის, ქარვისფერი კი ნამდვილად უნიკალური და გამორჩეულია.” - აღნიშნავს გიორგი ვოლსკი “ანდრიას ღვინიდან”, საიდანაც 8 სახეობის ღვინო ჰქონდათ წარდგენილი Raw Wine-ზე. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნატურალური ღვინის გამოფენაზე სხვა ფესტივალებთან ან გამოფენებთან შედარებით კოპენჰაგენში განსაკუთრებით ბევრი ღვინის პროფესიონალი და იმპორტიორი იყო, “ჯუსოს მეღვინეობიდან” გვიამბობენ, რომ Raw Wine-ზე სტუმრების ძალიან დიდი ნაწილი იყო რესტორნებიდან და ღვინის ბარებიდან: “ქართულ ღვინოზე მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ფესტივალებსა და გამოფენებზეც დიდია ხოლმე ინტერესეი, Raw Wine გამოირჩეოდა იმით, რომ 95% პროფესიონალი იყო, ვგულისმობ იმპორტიორებსა და მიმწოდებლებს. ჩამოსულები იყვნენ მთელი სკანდინავიიდან, ყველა განსაკუთრებით Amber Wine-ს ეძებდა. გამიზნულად მოდიოდნენ ჩვენს დახლებთან ქვევრის, ნატურალური ქარვისფერი ღვინოების გასასინჯად. ჩვენთვის საინტერესოდ ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საბოლოო შედეგი არ გვქონია, რამდენიმე რესტორანთან გვაქვს კონტაქტი, რომელთაც ჩვენი ღვინო მოეწონათ.“ - აღნიშნავს ლაშა ხვედელიძე Juso’s Winery-დან, რომელმაც გამოფენაზე მანავის მწვანე, საფერავი და ჭაჭა. ისიც აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული და შესამჩნევი ინტერესი სწორედ ქარვისფერი ღვინის მიმართ იყო.

ექიმის ბიო მარნიდან” გამოფენაზე ქვევრის საფერავი, საფერავი ევროპული, ხიხვისა და რქაწითელის კუპაჟი და რქაწითელი წარმოადგინეს. როგორც გვესაუბრებიან, დანიაში ნატურალური ღვინო განსაკუთრებითთ მოთხოვნადი და პოპულარულია: “ჯანსაღი ცხოვრების წესი სკანდინავიაში განსაკუთრებით აქტიურია, იქ ძალიან ბევრ მაღაზიას შეხვდებით, სადაც მხოლოდ ნატურალური პროდუქტები იყიდება, მათ შორის ღვინო. ჩვენს შემთხვევაში დაინტერესება ყველა ტიპის ღვინოზე მეტ ნაკლებად ერთნაირი იყო. მოსწონთ როგორც მშრალი, ისე ნახევრად მშრალი ღვინოებიც. რამდენიმე ვარანი ვიყავით წარმოდგენილი და ჩვენს დახლებთან კონკრეტულად ქვევრის ღვინოების გასასინჯად მოდიოდნენ. გარდა ამისა, ძალიან ინტერესებოდნენ სხვა ქვეყნის ღვინის მწარმოებლები ჩვენი ღვინით, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.“ - გვიამბობს მარინა კაკიაშვილი-რუაძე. Raw Wine-ზე მწარმოებლების სრულ ჩამონათვალს მათსავე გვერდზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული