Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო და ჭაჭა პოლონეთში

26-31 მარტს პოლონეთის ქალაქებში, ვარშავასა და კრაკოვში ოთხი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდება, რომლებიც დაკავშირებული იქნება ქართულ ღვინოსა და ჭაჭასთან. ღონისძიებები მოიცავს სპეციალურ სემინარებს, პრეზენტაციებსა და დეგუსტაციებს, რომლებიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერაა ორგანიზებული და მიზნად ისახავს ღვინისა და ჭაჭის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ. 

ქართული ღვინის დეგუსტაციაზე მოწვეულნი იქნებიან ადგილობრივი ჟურნალისტები, ბლოგერები, იმპორტიორები და რესტორნების წარმომადგენლები. რაც შეეხება, ჭაჭის  პრეზენტაციას, სპეციალურად მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ჭაჭის გარდა, დააგემოვნონ მისგან დამზადებული კოქტეილების ნაირსახეობა. ღონისძიებას დაესწრებიან კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, იმპორტიორები და სხვა დაინტერესებული პირები. 

ღონისძიებებზე წარდგენილი იქნება ღვინის მწარმოებელი  შემდეგი  კომპანიების პროდუქცია: „ვაზიანი+“, „ჩელთი“, „ქინძმარაულის მარანი“, „ვაინმენი“, „შუხმან ვაინსი“, “KTW”, „თელიანი ველი“, „არმაზი“, „ბესინი“, „შატო მუხრანი“, „თბილღვინო“, „დუგლაძეების ღვინის მარანი“, „თელავის ღვინის მარანი“, „კორპორაცია ქინძმარაული“ და „ტიფლისკი ვინნი პოგრები“.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული