Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის პოპულარობის ზრდა აშშ-ის ბაზარზე

ნიუ-იორკში მეორე ყოველწლიური დეგუსტაცია და მასტერკლასი დაიგეგმა, რომელიც 26 სექტემბერს გაიმართება. ეს ღონისძიება, რომელიც 2024 წლის პროგრამის სერიის ყველაზე დიდი ღონისძიებაა, მიზნად ისახავს ნიუ-იორკში მოქმედი ღვინის სფეროს წარმომადგენლებისა და მედიისთვის ქართული ღვინის გაცნობას დეგუსტაციებისა და საგანმანათლებლო მასტერკლასების საშუალებით, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ტიპის ღვინოები და სტილები საქართველოს რეგიონებიდან. ამის შესახებ wine industry advisor წერს.

წელს ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 150-ზე მეტი ღვინო 50-ზე მეტი მარნიდან, რაც მონაწილეებს მისცემს საშუალებას, შეისწავლონ ქართული ღვინოების მრავალფეროვნება, დაწყებული ტრადიციული ტექნოლოგიებიდან თანამედროვე მეთოდებით დამთავრებული, მათ შორის წითელი, თეთრი, ქარვისფერი, ვარდისფერი და ცქრიალა ღვინოები.

ეს ღონისძიება წარმოადგენს აშშ-ში ქართული ღვინის კატეგორიის ცნობადობის ამაღლების სტრატეგიის ნაწილს, რაც მიზნად ისახავს ქართული ღვინის მიმართ ინტერესის გაზრდას. IWSR (International Wine and Spirits Record) საერთაშორისო კვლევითი და ანალიტიკური კომპანიის თანახმად, 2018-2023 წლებში აშშ-ში ქართული ღვინის ღირებულება 3.5%-ით გაიზარდა, რაც კონკურენტი ღვინის მწარმოებელი რეგიონებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველომ 61 ქვეყანაში 54.5 მილიონი ლიტრი ღვინო ექსპორტზე გაიტანა, რაც $156.7 მილიონი ღირს, მათ შორის მნიშვნელოვანი ზრდაა აშშ-ში ექსპორტის მიმართულებით: "ამერიკის ღვინის ბაზარი რჩება სტრატეგიულ მიმართულებად საქართველოსთვის, სადაც ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ ურთიერთობები ინდუსტრიასთან და მედიასთან, რათა გავზარდოთ ქართული ღვინის ცნობადობა და ვაჩვენოთ მისი მრავალფეროვნება." - ვკითულობთ wine industry advisor-ის სტატიაში

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული