Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის შესახებ ღონისძიება ჰარვარდის უნივერსიტეტში

Harvard news სტატიას აქვეყნებს. როგორც ვკითხულობთ, სულ რამდენიმე დღის წინ ჰარვარდში ღონისძიება ჩატარდა ქართული ღვინის შესახებ, სადაც სტუმრები ჩვენს ღვინის კულტურას გაეცნენ და დასასრულს ქართული ღვინოც დააგეომოვნეს. Davis Center for Russian and Eurasian Studies ჰარვარდის უნივერსიტეტში სხვადასხვა რეგიონების შესახებ საგანმანათლებო გაცვლებსა და პროექტებს აწყობს.

ღვინისა და კულტურაზე, გეოგრაფიასა და ისტორიაზე ისაუბრა ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმაც. სტატიაში საუბარია ქართულ უნიკალურ ტექნოლოგიაზეც, ქვევრზე: “ქვევრი თიხის ჭურჭელია, რომელიც ქართულ ტრადიციულ მეღვინეობაში დღესაც აქტიურად გამოიყენება. ადრეული ნეოლითური ღვინის ორგანული ნარჩენები კვევრზე საქართველოს ორ ტერიტორიაზე აღმოაჩნიეს 2017 წელს” - ვკითხულობთ სტატიაში. 

წერეთლის ლექციის შემდეგ, ჰარვარდში ქარველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი კითხვა-პასუხს გაუძღვა ქართული ღვინის პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ: “ღვინო საკმაოდ დიდ როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკაში და საერთაშორისო ვაჭრობისა და სხვა სახელმწიფოებთან პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია” - განაცხადა მან.

საუბარია ქართული ღვინის ექსპორტზეც: “2021 წელს 62 ქვეყანაში საქართველომ რეკორდული მაჩვენებელი დაამყარა და 107 მლნ. ბოთლი გაგზავნა, აქედან აშშ-ში - ერთი მილიონი” - ვკითხულობთ სტატიაში. 

ლექცია და დისკუსია დასრულდა ქართული ღვინოების დეგუსტაციით. სტუმრებმა გასინჯეს “დილაოს” საფერავი, რქაწითელი-მწვანე და “თელიანი ველის” ცოლიკოური. დევისის სტიპენდიანტები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები შეხვდნენ ღვინის ექსპერტებსა და ჭადრაკის ლეგენდას - ნანა ალექსანდრიას. 

დეივისის ცენტრის პროგრამა მიზნად ისახავს გაზარდოს სტიპენდიები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში კვლევების ხელშეწყობით, სტუდენტთა მხარდაჭერითა და სხვადასხვა სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების მასპინძლობით, მათ შორის აკადემიური კონფერენციებით, ლექციებითა და დისკუსიებით.” - აცხადებენ Harwards News-ის გვერდზე, სადაც შეგიძლიათ სტატიას სრულად გაეცნოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული